დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფინანსთა მინისტრის განცხადება, თითქოს კანონპროექტი თამბაქოს აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით ევროკავშირთან 10 წლის წინ აღებული ვალდებულებაა, მცდარია
სულ ნანახია 1444
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, 2015 წლის 1 იანვრიდან თამბაქოზე აქციზის გადასახადი ძვირდება. ერთ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე აქციზის გადასახადი 15 თეთრით, ხოლო უფილტრო სიგარეტზე 5 თეთრით იზრდება. გარდა ამისა, კანონპროექტით 2015 წლის 1 ივლისიდან ე.წ. „შერეული სისტემა“ შემოდის. აღნიშნული მექანიზმის მიხედვით, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისათვის (20 ღერი) აქციზის განაკვეთი საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 5%-ის ჯამი იქნება.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ერთ კოლოფ (20 ღერი) ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე  ქციზი 60 თეთრიდან 75 თეთრამდე, ხოლო უფილტრო სიგარეტზე 15 თეთრიდან 20 თეთრამდე გაიზარდა. აქციზის გაზრდის შედეგად სიგარეტზე ფასებმა მოიმატა.

 

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებებს დაუკავშირა. კერძოდ, მან განაცხადა: „საქართველოში თამბაქოს საკითხი დაბალი გადასახადით გამოირჩევა. ჩვენ ევროკავშირთან 10 წლის წინ გვაქვს აღებული ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებს, რომ საქართველოში აქციზი თანდათან უნდა დაუახლოვდეს ევროპულს. მომავალ წელს თამბაქოზე აქციზის გაზრდა 15 თეთრით იგეგმება. მთავარია, რომ ეს კეთდება მეზობლებთან ერთად სინქრონულად, რადგან საქართველო კონტრაბანდისტული ადგილი არ გახდეს.“

რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ფინანსთა სამინისტროში ვერ განგვიმარტეს, 10 წლის წინ ევროკავშირთან დადებულ რომელ ხელშეკრულებაზე საუბრობდა ნოდარ ხადური. ამასთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, თამბაქოს აქციზის გადასახადის ზრდას საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს. კერძოდ, შეთანხმების 283-ე მუხლში ვკითხულობთ: მხარეები გააძლიერებენ თავიანთ თანამშრომლობას და განახორციელებენ პოლიტიკის ჰარმონიზაციას აქციზურ საქონელთან დაკავშირებული თაღლითობისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ საპასუხო ქმედებების განსახორციელებლად და მის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს თანამშრომლობა მოიცავს, მათ შორის, თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის ტარიფების, შეძლებისდაგვარად, ეტაპობრივ დაახლოებას, რეგიონულ კონტექსტში შესაძლებლობების გათვალისწინებით და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის შესაბამისად. ამ მიზნით, მხარეები შეეცდებიან გააძლიერონ თავიანთი თანამშრომლობა რეგიონული კონტექსტის ფარგლებში.  შეთანხმების 22-ე დანართში ასევე განმარტებულია, რა ვადებში და რომელი დირექტივები უნდა შეასრულოს საქართველომ. ასოცირების ხელშეკრულებაში საუბარია თამბაქოს აქციზის სტრუქტურისადა განაკვეთის წესის  ეტაპობრივი, ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან  5-წლიან პერიოდში დაახლოების შესახებ. ხოლო ის დირექტივები, რომლებიც აქციზის გადასახადის ოდენობის ზრდას ეხება, საქართველოსთვის ამ ეტაპზე სავალდებულო არ არის. ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში საქართველო-ევროკავშირის საბჭო კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების დაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე აქციზის ოდენობის გაძვირების გრაფიკს წარადგენს. შესაბამისად, ამ ეტაპზე თამბაქოს აქციზის გაძვირების სამართლებრივი ვალდებულება არ არსებობს. აღსანიშნავია რომ, ევროკავშირის საბჭოს მიერშემუშავებული დირექტივების მეათე თავში საუბარია იმ  წევრი ქვეყნების შესახებ, რომელთა შიდა ბაზრის თავისებურებების გამო გამონაკლისი დაუშვეს და 2017 წლის 31 დეკემბრამდე ახალ რეგულაციებზე ეტაპობრივად გადასვლის საშუალება  მისცეს.  შესაბამისად,  ევროკავშირი  საქართველოსგან არ მოითხოვს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მყისიერად შესრულებას, სწორედ ამიტომ კანონმდებლობის დაახლოებისათვის 5-წლიან ვადას გამოჰყოფს, ხოლო აქციზის გადასახადთან დაკავშირებით, კი სპეციალური გეგმის შემუშავებას ითვალისწინებს. ე.წ. „შერეულ სისტემის“ შემოღება საქართვლოს კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზაციას რეგიონული სტატუს-ქვოს, ბაზარზე არსებული მოთამაშეების ინტერესებისა  და  საგადასახადო  რისკების გათვალისწინებით ისახავს მიზნად.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში თამბაქოს აქციზზე არსებული დაბალი გადასახადი მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის მოხვედრის საფრთხეს. შედარებისთვის სომხეთში თამბაქოს აქციზის გადასახადი იმპორტირებულ ფილტრიან 1000 ღერ  სიგარეტზე 34 ლარია, ხოლო ადგილობრივი წარმოების იმავე რაოდენობის სიგარეტზე კი - 29 ლარი. რუსეთში  2015  წლიდან  1000 ღერ  ფილტრიან  სიგარეტზე გადასახადი  დაახლოებით  37  ლარი  იქნება,  თურქეთში  1000  ღერ  სიგარეტზე გადასახადი  109 ლარს შეადგენს, ხოლო აზერბაიჯანის საგადასახადო კოდექსის მიხედვით  ყველა  სახეობის თამბაქო მისი საშუალო ღირებულების 12,5  პროცენტით  იბეგრება.  საქართველო  ამ  დროისათვის  რეგიონში აქციზის ყველაზე დაბალი გადასახადით არ გამოირჩევა, რადგან 1000 ღერი  ფილტრიან  სიგარეტზე  გადასახადი 37,5 ლარია, 2015 წლის ეს მაჩვენებელი 45 ლარამდე გაიზრდება,  ხოლო  1  ივლისიდან ე.წ. „შერეული სისტემის“ ამოქმედება თამბაქოს აქციზისა და შესაბამისად  სიგარეტის  ფასის  კიდევ უფრო მეტად გაზრდას გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, 201 წელთან შედარებით, მთავრობა აქციზის გადასახადის სახით, 148.4 მილიონი ლარით მეტი შემოსავლის მიღებას გეგმავს.

 

 

eurocommunicator.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია