დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პედაგოგის მილოცვა სიამის ტყუპისცალ სკოლას
პედაგოგის მილოცვა სიამის ტყუპისცალ სკოლას
სულ ნანახია 1735
ავტორი:

ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში 185-ე წლის იუბილე აღნიშნეს. სკოლას ღირსშესანიშნავი თარიღი უამრავმა ადამიანმა მიულოცა. მათ შორისაა იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 სკოლის პედაგოგი ციალა ჯაფარიძეც, რომელმაც სახელოვანი სკოლისადმი მილოცვა ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან გადაწყვიტა.

უდიდესი აღფრთოვანებით ვუერთდები თქვენს უსაზღვრო სიხარულს ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, რომელსაც იუბილარ სკოლასთან ერთად მთელი არსებით განიცდის იოსებ ოცხელის სახელობის მე-2 სკოლა, რომლის აღსაზრდელთა და პედაგოგთა სახელითაც მოგესალმებით.

 

საუკეთესო სურვილები მინდა მოგიძღვნათ იმ სკოლისაგან, კვლავაც სახელოვნად რომ აგრძელებს წინამორბედი, სათავადაზნაურო გიმნაზიის ტრადიციებს. ამ ტრადიციების გამგრძელებლებთან ერთად მის ჭერქვეშ დაფრთიანებულთა და დამფრთიანებელთა სახელითაც მოგესალმებით და მჯერა, რომ დღეს, ამ საზეიმო შეკრებაზე, ჩვენთან ერთად ხარობენ ორივე სკოლის მესაძირკვლენი და საძირკვლის განმამტკიცებელნი, დიდი მამულიშვილები:

 

აკაკი წერეთელი, ექვთიმე თაყაიშვილი, დიმიტრი უზნაძე, კონსტანტინე გამსახურდია, ვიქტორ ნოზაძე, გიორგი ახვლედიანი ამ ორი სკოლის კედლებში რომ აღიზარდნენ და იდუმალ უერთდებიან ამ დიდ დღესასწაულს, მთელი სისრულით რომ გამოხატავს წინაპართა და თანამედროვეთა სულიერ კავშირს, საერთო-ეროვნულ, საერთო-კულტურულ ტრადიციებზე, საერთო სულიერ ღირებულებებზე დაფუძნებულს.

დღესაც, ისევე როგორც ათწლეულების წინათ, ეს ორი სკოლა დგას 3 500 წლის ქუთაისის სულიერი ცხოვრების სათავეში და თამამად ამბობს იმ სეფე სიტყვას, ფაზისისა და გელათის აკადემიების სუნთქვით დამთბარ კუთხეს რომ ეკადრება.

 

დღეს გაბედულად შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ორი სკოლა პირნათლად უსწორებს ერთმანეთს მხარს და ისევე სახელოვნად მეტოქეობს ერთმანეთთან, როგორც ბაგრატისა და გელათის ტაძრები დგანან აიეტის ნაფუძარის სადარაჯოზე აგერ ლამის მე-1000 წელიწადია.

სიამის ტყუპო პირველო სკოლავ, კვლავაც წარმატებით გევლოს საქართველოს სიბრძნის ტაძრად გადაქცევაში.

 

ციალა ჯაფარიძე,

 

 

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 სკოლის პედაგოგი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია