დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოში ყველაზე მეტი შიდსით დაავადებული თბილისსა და სამეგრელოში ცხოვრობს
სულ ნანახია 1758
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

3 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

 

გასულ წელთან შედარებით, საქარველოში შიდსის 25 ახალი შემთხვევით მეტი დაფიქსირდა. როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრიდან გვაცნობეს, 1 დეკემბრის მონაცემებით, ცენტრში რეგისტრირებულია ინფიცირების 4 646 შემთხვევა, რომელთაგან 3 413 მამაკაცია, 1 233 კი ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდე ასაკისაა. ინფიცირებულთაგან შიდსი 2814 პაციენტს განუვითარდა, მათგან 966 გარდაიცვალა.

 

წელს ინფიცირების 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მედიკამენტოზურ მკურნალობას 2 426 (მათ შორის აფხაზეთში - 304) პაციენტი გადის, მათგან 45 ბავშვია.

 

ცენტრის მონაცემებით, გასულ წელს აივ ვირუსით ინფიცირების 490 ახალი შემთხვევა იყო გამოვლენილი. თუმცა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ მხრივ 2012 წელს დაფიქსირდა, როდესაც ახალი შემთხვევების რაოდენობა 526-ს შეადგენდა. აივ ინფიცირებულთა ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში ფიქსირდება - 1532, რეგიონებიდან შემდეგ მოდის - სამეგრელო.

 

გადაცემის გზების მიხედვით რეგისტრირებულთა თითქმის 50% ინტრავენური ნარკომანია. 41% კი ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა.

 

ცენტრში აცხადებენ, რომ შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 6000-ს უტოლდება. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ სოლიდური რიცხვია.

 

საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა.

 

 

interpressnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია