დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
როგორები იქნებიან 2015 წელს დაბადებული ბავშვები
სულ ნანახია 1674
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

რისთვის არის საჭირო ჰოროსკოპები და საერთოდ თუ არის საჭირო? ყველა თავისებურად უპასუხებს ამ შეკითხვას.


მაგრამ სულ ერთია, ვის როგორი დამოკიდებულება აქვს მომავლის წინასწარმეტყველების მიმართ, ყველას ერთი რამ აერთიანებს: გვინდა გვჯეროდეს, რომ წინ მხოლოდ კარგი გველოდება.
დამდეგი ახალი, 2015 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, რომელიც საკმაოდ პოპულარულია ჩვენს ქვეყანაშიც, ხის ლურჯ-მწვანე თხის (სხვა წყაროებით - ცხვრის) წელია.

ამბობენ, რომ გარკვეული ცხოველის წელს დაბადებულ ადამიანს მისი მსგავსი ხასიათებიც აქვსო. მაშ ასე, როგორები იქნებიან ცხვრის წელში დაბადებული ბავშვები?

ასტროლოგების თქმით, 2015 წელი შესანიშნავია ბავშვის დასაბადებლად. ამ წელს დაბადებულ ბავშვებს აუცილებლად ექნებათ წარმატება და ბედნიერები იქნებიან. მათი ენერგია და იღბალი ყოველთვის წასწევს წინ და გამოარჩევს დანარჩენ მასას შორის. შინაგანი პოტენციალი ასეთ ბავშვს ყოველთვის მოაქცევს ყურადღების ცენტრში, მისი ლიდერის თვისებებიც ასევე გამორჩეული მახასიათებელი იქნება ამ პიროვნებებისთვის.

თხის (ცხვრის) წელს არაერთი მსოფლიო მასშტაბის პიროვნება უჩუქებია კაცობრიობისთვის, რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს. ამიტომაც ამ წელს დაბადებულ ბავშვებს საკმარისი ყურადღება სჭირდებათ მშობლებისგან, რათა მათ მიდრეკილებებს და მიზნებს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი, სწორად აღზარდონ ბავშვი და არც მეტისმეტად გააამპარტავნონ, არც ჩაუქრონ ლიდერის თვისებები.

 

mshoblebi.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია