დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქმე, რომლის გამოც სააკაშვილს დაიჭერენ?
საქმე, რომლის გამოც სააკაშვილს დაიჭერენ?
ავტორი: ცოტ­ნე გაბადა­ძე
სულ ნანახია 1810
ავტორი:
ცოტ­ნე გაბადა­ძე

სა­ქარ­თვე­ლოს ყოფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე სისხლის სა­მარ­თლებრივ პახუსის­გებაში მი­ე­ცა. მიხეილ სა­ა­კაშ­ვილს პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ნა­შა­ულ­ში ჩარ­თუ­ლი მა­ღა­ლი თა­ნამ­დებობის პი­რებისათ­ვის ხელის და­ფა­რებაში სდებს ბრალს.

 

 

რო­გორც მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინ­გზე პრო­კუ­რორ­მა კო­კა კა­ცი­ტა­ძემ გა­ნაცხადა, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის რე­ზო­ნან­სულ საქ­მე­ზე და­ნა­შა­ულ­ში ჩარ­თუ­ლი მა­ღა­ლი თა­ნამ­დებობის პი­რებისათ­ვის ხელის და­ფა­რების მიზ­ნით, ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, იმ­დრო­ინ­დე­ლი შსს მი­ნის­ტრის - ვა­ნო მე­რაბიშ­ვი­ლის, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნების - და­თა და ბაჩო ახალა­იების, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი კორ­დი­ნი­რებულად და ურ­თი­ერ­თშე­თანხმებით და­ნა­შა­უ­ლებრი­ვი გეგ­მის შე­საბამი­სად მოხდა.

 

კერ­ძოდ, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ფაქ­ტის გახმა­უ­რების და  სა­ზო­გა­დოების მღელ­ვა­რების გა­მო, საქ­მით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ინ­ტე­რეს­და. ვი­ნა­ი­დან  და­ნა­შა­ულ­ში და­ვით ახალა­ი­ას ორ­გა­ნი­ზა­ტო­რობის, შსს მა­ღა­ლი თა­ნამ­დებობის პი­რების მო­ნა­წი­ლეობის და მი­ნის­ტრის მე­უღ­ლის - თა­მარ მე­რაბიშ­ვი­ლის და­ნა­შა­ულ­თან შემხებლობის საჯაროდ გამჟღავ­ნება ხელი­სუფ­ლების რე­ი­ტინ­გსა და ავ­ტო­რი­ტეტ­ზე უარყოფი­თად აი­სახებოდა და ვა­ნო მე­რაბიშ­ვი­ლი­სა და და­თა ახალა­ი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი და სისხლის­სა­მარ­თლებრი­ვი პა­სუხის­მგებლობის სა­კითხი დად­გებოდა.

 

„აღ­ნიშ­ნუ­ლი საფრთხეების თა­ვი­დან ასა­ცი­ლებლად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, შს მი­ნის­ტრის ივა­ნე მე­რაბიშ­ვი­ლის, სად-ის უფ­რო­სის ბაჩა­ნა ახალა­ი­ას და  მი­სი ძმის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრთხოების დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის და­ვით ახალა­ი­ას მი­ერ ურ­თი­ერ­თშე­თანხმებულად და­ი­გეგ­მა და მათ­ზედ დაქ­ვემ­დებარებული სახელ­მწი­ფო უწყებების გა­მოყენებით განხორ­ცი­ელ­და და­ნა­შა­უ­ლებრი­ვი ქმე­დებები ალექ­სან­დრე გირ­გვლი­ა­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის და­სა­ფა­რად, სისხლის სა­მარ­თლის საქ­მის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის და სა­ზო­გა­დოების შეც­დო­მა­ში შე­საყვა­ნად,“ - გა­ნაცხადეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ შეხვედ­რა­ზე გა­დაწყდა, რომ და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე დაბალი რან­გის თა­ნამ­დებობის პი­რებთან ერ­თად პა­სუხის­გებაში უნ­და მი­ცე­მუ­ლიყო შსს-ს ერთ-ერ­თი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გე­რონ­ტი ალა­ნია.

 

„სხვა მა­ღა­ლი რან­გის თა­ნამ­დებობის პი­რები კი აცი­ლებულ იქ­ნებოდ­ნენ პა­სუხის­მგებლობისა­გან. ამას­თან და­ვით ახალა­ი­ას შეჰპირ­და, რომ პა­სუხის­გებაში მი­ცე­მულ პი­რებს შე­იწყალებდა მა­თი მსჯავ­რდების შემ­დეგ,“ - გა­ნაცხადა კა­ცი­ტა­ძემ  და დას­ძი­ნა, რომ 2008 წლის 24 ნო­ემბერს სა­ა­კაშ­ვილ­მა, ბორო­ტად გა­მოიყენა რა მი­სი სამ­სახურებრი­ვი უფ­ლებამო­სი­ლება, გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე მსჯავ­რდებულები შე­იწყალა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნობით, საქ­მე­ზე  გა­მო­ძიება სამ­სახურებრი­ვი უფ­ლებამო­სი­ლების ბორო­ტად გა­მოყენების მუხლით გრძელ­დება.

 

 

 

სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი

 

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადა­მი­ა­ნის უფ­ლებათა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მი­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ციების სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რებული გა­მო­ძიების შე­დე­გად დად­გე­ნი­ლია, რომ საქ­მე გვაქვს სის­ტე­მურ და­ნა­შა­ულ­თან.

 

„კერ­ძოდ, ივა­ნე მე­რაბიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც და­დას­ტუ­რებულად იცო­და, რომ და­ნა­შა­ულ­ში იმხილებოდ­ნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს  თა­ნამ­შრომ­ლები, საქ­მეს­თან შემხებლობა ჰქონ­და მის მე­უღ­ლეს თა­მარ მე­რაბიშ­ვილს და და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო და­ვით ახალა­ია, ვალ­დებული იყო უზ­რუნ­ველყო და­მო­უ­კი­დებელი და მი­უ­კერ­ძოებელი გა­მო­ძიება, მაგ­რამ მიუხედა­ვად ამი­სა, მან საქ­მის გა­მო­ძიების ხელ­მძღვა­ნე­ლობა და­ა­ვა­ლა თა­ვად და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტორს და­ვით ახალა­ი­ას“ - გა­ნაცხადა გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სპი­კერ­მა.

 

გა­მო­ძიების ინ­ფორ­მა­ცი­ით, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ შეხვრე­და­ზე, რო­მე­ლიც შეეხებოდა გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე პა­სუხის­გებაში მი­სა­ცემ პირ­თა გან­საზ­ღვრას, გა­დაწყდა, რომ დამ­ნა­შა­ვე­თა დასჯის მზარ­დი სა­ზო­გა­დოებრი­ვი მოთხოვ­ნი­ლების დაკ­მაყოფი­ლების მიზ­ნით, და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე დაბალი რან­გის  თა­ნამ­დებობის პი­რებთან ერ­თად პა­სუხის­გებაში უნ­და მი­ცე­მუ­ლიყო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერ­თი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნიც გე­რონ­ტი ალა­ნია. ამ გზით და­ვით ახალა­ია და  ამ და­ნა­შა­ულ­თან კავ­შირ­ში მყოფი სხვა მა­ღა­ლი თა­ნამ­დებობის პი­რები აცი­ლებულ იქ­ნებოდ­ნენ პა­სუხის­მგებლობისა­გან.

 

„გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მი­ღებული გა­დაწყვე­ტი­ლების  შემ­დეგ,  იმა­ვე დღეს, მიხეილ სა­ა­კაშ­ვილ­თან გა­ი­მარ­თა შეხვედ­რა, რო­მე­ლიც ასე­ვე შეეხებოდა გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე პა­სუხის­გებაში მი­სა­ცემ პირ­თა სა­კითხის გა­დაწ­ვე­ტას და მსჯავ­რდების შემ­დგომ სასჯელის მოხდის­გან შეწყალებით ვა­დამ­დე გან­თა­ვი­სუფ­ლებას. მიხეილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ვით ახალა­ი­ას უთხრა, რომ გირ­გვლი­ა­ნის საქ­მით გა­მოწ­ვე­უ­ლი სა­ზო­გა­დოებაში არ­სებული მზარ­დი მღელ­ვა­რების ჩა­საცხრობად, რამ­დე­ნი­მე დაბალი რან­გის თა­ნამ­დებობის პირ­თან ერ­თად პა­სუხის­გებაში უნ­და მი­ცე­მუ­ლიყო კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრთხოების დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გე­რონ­ტი ალა­ნი­აც, სხვა მა­ღა­ლი რან­გის თა­ნამ­დებობის პი­რები კი აცი­ლებულ იქ­ნებოდ­ნენ პა­სუხის­მგებლობისა­გან. ამას­თან და­ვით ახალა­ი­ას შეჰპირ­და, რომ პა­სუხის­გებაში მი­ცე­მულ პი­რებს შე­იწყალებდა მა­თი მსჯავ­რდების შემ­დეგ“ - ნათ­ქვა­მია გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის განცხადებაში.

 

2008 წლის 24 ნო­ემბერს, სა­ქარ­თვე­ლოს იმჟამინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, მიხეილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, ბორო­ტად გა­მოიყენა რა მი­სი სამ­სახურებრი­ვი უფ­ლებამო­სი­ლება, და­ვით ახალა­ი­ა­სათ­ვის წი­ნას­წარ მი­ცე­მუ­ლი უკა­ნო­ნო და­პი­რების შე­საბამი­სად, შეწყალების კო­მი­სი­ის გვერ­დის ავ­ლით, შე­იწყალა და სა­პა­ტიმ­რო სასჯელები გა­უ­ნახევ­რა მსჯავ­რდებულებს გე­რონ­ტი ალა­ნი­ას, ალექ­სან­დრე ღა­ჭა­ვას, მიხეილ ბიბილუ­რი­ძე­სა და ავ­თან­დილ აფ­ცი­ა­ურს, რის შემ­დე­გაც მათ მი­მართ შე­საძ­ლებელი გახდა ვა­დამ­დე პი­რობით გა­თა­ვი­სუფ­ლების სა­მარ­თლებრი­ვი მე­ქა­ნიზ­მის გა­მოყენება და ისი­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ სასჯელის მოხდის­გან  და­პა­ტიმ­რებიდან 3 წლი­სა და 9 თვის შემ­დეგ.

 

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­ნიშ­ნავს, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის მსჯავ­რდებული პი­რები სასჯელის მოხდის პე­რი­ოდ­ში, ბაჩა­ნა ახალა­ი­ას ძა­ლისხმე­ვით, წი­ნას­წა­რი და­პი­რების შე­საბამი­სად, სარ­გებლობდნენ კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლი შე­ღა­ვა­თებით. გარ­და ამი­სა, მათ და­ნა­შა­უ­ლის რე­ა­ლუ­რი გა­რე­მოებების, აგ­რეთ­ვე აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულ­ში და­ვით ახალა­ი­ა­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა თა­ნამ­შრომ­ლების და­ფარ­ვის სა­ნაც­ვლოდ,  ეტა­პობრი­ვად გა­და­ე­ცათ  თი­თო­ე­ულს  100 000 აშშ დო­ლა­რი.

 

გა­მო­ძიება მი­იჩ­ნევს, რომ სახელ­მწი­ფო ხელი­სუფ­ლების სხვა­დასხვა გან­შტოებების ერ­თობლივ­მა და ურ­თი­ერ­თშე­თანხმებული და­ნა­შა­უ­ლებრი­ვი მოქ­მე­დებების გა­მო, რა­საც სა­თა­ვე­ში ედ­გა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე არ განხორ­ცი­ელ­და მარ­თლმსაჯულება, მოხდა საქ­მის რე­ა­ლუ­რი გა­რე­მოებების ფალ­სი­ფი­კა­ცია და და­ვით ახალა­ი­ას და სხვა­თა სისხლის სა­მარ­თლის პა­სუხის­მგებლობისა­გან აცი­ლება.

 

 

სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ში მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­სახებ ორი ჩვე­ნებაა

 

 

რო­გორც მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ამბობს, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ში ყოფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­წმუ­ნო მტკი­ცებულებები არ არ­სებობს. საქ­მე­ში მხოლოდ ორი მოწ­მის ჩვე­ნებაა, რო­მე­ლიც მიხეილ სა­ა­კაშ­ვილს შეეხება.

 

„რაც შეეხება საქ­მის მა­სა­ლებს, რო­მე­ლიც მიხეილ სა­ა­კაშ­ვილს ეხება -  ეს არის ოლეგ მელ­ნი­კო­ვის ჩვე­ნება, რო­მე­ლიც არ არის პირ­და­პი­რი, ეს არის ირიბი ჩვე­ნება. ოლეგ მელ­ნი­კოვს პრე­ზი­დენ­ტთან პირ­და­პი­რი შეხება არ ჰქო­ნია და იგი აცხადებს, თით­ქოს  და­თა ახალა­ი­ამ მას უთხრა, რომ პრე­ზი­დენ­ტი შეწყალების გა­მოყენებას დაჰპირ­და. ხოლო მე­ო­რე ჩვე­ნება გახლავთ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ჩვე­ნება, რო­მე­ლიც მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მეებში მო­რი­გე მოწ­მედ გვევ­ლი­ნება. რამ­დე­ნი­მე საქ­მე­ში აქვს ჩვე­ნება მი­ცე­მუ­ლი. სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ერ­თგუ­ლად აძ­ლევს ჩვე­ნებებს, რა საქ­მე­ზეც არ უნ­და დაიბარონ.  ისიც საუბრობს, თით­ქოს პრე­ზი­დენ­ტმა მას უთხრა, რომ შეწყალებას­თან და­კავ­ში­რებით შე­თანხმებული იყვნენ. ალბათ, ობიექ­ტუ­რი დამ­კვირ­ვებელი და­მე­თანხმება, რომ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ჩვე­ნებას სე­რი­ო­ზუ­ლად ვერ გან­ვიხილავთ, ვი­ნა­ი­დან მას ბრალ­დებულის მი­მართ პი­რა­დი და­ინ­ტე­რე­სება აქვს, ხოლო მელ­ნი­კო­ვის ჩვე­ნება რამ­დე­ნად სარ­წმუ­ნო შე­იძ­ლება იყოს, ეს სა­ზო­გა­დოებამ გან­საჯოს,“ - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

 

 

სა­სა­მარ­თლო გა­ოგ­ნებულია...“

 

 

სან­დრო გირ­გვი­ა­ნის საქ­მე­ზე არ­სებობს სტრასბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლებათა სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყვე­ტი­ლება. სტრასბურ­გის სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მაყოფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რობის წი­ნა­აღ­მდეგ გირ­გვლი­ა­ნის ოჯახის სარ­ჩე­ლი და გა­ნაცხადა, რომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლობის საქ­მის გა­მო­ძიებას „აშ­კა­რად აკ­ლდა სა­ჭი­რო და­მო­უ­კი­დებლობა, მი­უ­კერ­ძოებლობა, ობიექ­ტუ­რობა და სა­ფუძ­ვლი­ა­ნობა“.

 

სა­სა­მარ­თლომ ყვე­ლა დო­ნე­ზე განხორ­ცი­ე­ლებული სა­გა­მო­ძიებო პრო­ცე­სი გა­აკ­რი­ტი­კა და გა­ნაცხადა, რომ მას „აშ­კა­რად აკ­ლდა“ მი­უ­კერ­ძოებლობა. სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნა, რომ „ის გა­ოგ­ნებულია იმ ფაქ­ტის გა­მო, რომ არც პრო­კუ­რა­ტუ­რა და არც ად­გი­ლობრი­ვი სა­სა­მარ­თლოები არ შე­ე­ცად­ნენ გა­ერ­კვი­ათ“ საქ­მის რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი გა­რე­მოება.

 

„ხელი­სუფ­ლების მი­ერ ამ­გვა­რი შერ­ჩე­ვი­თი მიდ­გო­მა სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­უ­ღებელი­ა, რად­გა­ნაც იმი­სათ­ვის, რომ გა­მო­ძიება ეფექ­ტუ­რი იყოს, მი­სი დას­კვნები ყოველ­თვის უნ­და ეფუძ­ნებოდეს ყვე­ლა შე­საბამი­სი ელე­მენ­ტის ღრმა, ობიექ­ტურ და მი­უ­კერ­ძოებელ ანა­ლიზს“ ნათ­ქვა­მია გა­ნა­ჩენ­ში. სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე გა­ნაცხადა, რომ ხელი­სუფ­ლება გა­მო­ძიების ჩა­ტა­რებისას არ იყო გულ­წრფე­ლი.

 

„სა­სა­მარ­თლო გა­ოგ­ნებულია იმ შე­თანხმებული ქმე­დებებით, რომ­ლი­თაც ხელი­სუფ­ლების სხვა­დასხვა შტოები მოქ­მე­დებდნენ... რა­თა ამ სა­ში­ნელ მკვლე­ლობის საქ­მე­ზე მარ­თლმსაჯულება არ აღ­სრუ­ლებულიყო,“ გა­ნაცხადა სტრასბურ­გის სა­სა­მარ­თლომ.

 

რო­გორც გა­ნა­ჩენ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­სა­მარ­თლოს თქმით, ხელი­სუფ­ლების სხვა­დასხვა შტოების მი­ერ შე­თანხმებული მოქ­მე­დება მო­ი­ცავ­და ისეთ ქმე­დებებს, რო­გო­რიც იყო ხარ­ვე­ზები რო­გორც შსს-ს მი­ერ, ასე­ვე პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­ერ წარ­მოებულ გა­მო­ძიებებში; სასჯელაღ­სრუ­ლების დე­პარ­ტა­მენ­ტის უკა­ნო­ნო გა­დაწყვე­ტი­ლება ყვე­ლა გან­სასჯელის ერთ სა­კან­ში მო­თავ­სებას­თან და­კავ­ში­რებით; ასე­ვე ხარ­ვე­ზები სა­სა­მარ­თლოს მიმ­დი­ნა­რეობისას და პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის „არა­კე­თილ­გო­ნივ­რუ­ლი შემწყნა­რებლობა“ მსჯავ­რდებულ­თა მი­მართ, რო­დე­საც 2008 წელს მან შე­იწყალა ისი­ნი და სასჯელი გა­უ­ნახევ­რა. 2009 წელს ოთხივე მსჯავ­რდებული ვა­და­ზე ად­რე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

 

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რებული სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რებით სტრასბურ­გის სა­სა­მარ­თლომ გა­ნაცხადა, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის „მთა­ვა­რი ნაკ­ლო­ვა­ნება“ იყო ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლოს „მტკი­ცე უა­რი, რომ მო­სარ­ჩე­ლეების­თვის საქ­მის მა­სა­ლების შე­სას­წავ­ლად საკ­მა­რი­სი დრო მი­ე­ცა“.

 

„გა­მა­ოგ­ნებელი­ა, რომ ასეთ გან­სა­კუთ­რებულად რთულ საქ­მე­ზე პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ში განხილ­ვები მხოლოდ ცხრა დღეს გაგ­რძელ­და. ამ პე­რი­ოდ­ში მხარის­თვის [გირ­გვლი­ა­ნის ოჯახის­თვის] და მო­სა­მარ­თლეების­თვი­საც კი ასე­თი მო­ცუ­ლობითი საქ­მის მა­სა­ლების შეს­წავ­ლა აბსო­ლუ­ტუ­რად შე­უძ­ლებელი იყო,“ გა­ნაცხადა ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლებათა სა­სა­მარ­თლომ.

სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყვე­ტი­ლებაში ნათ­ქვა­მი­ა, რომ ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ხელი­სუფ­ლებამ ვერ შეძ­ლო ჩა­ე­ტა­რებინა შე­საბამი­სი გა­მო­ძიება, რო­მე­ლიც სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლების შე­სახებ „სრუ­ლი სი­მარ­თლის გა­მო­აშ­კა­რა­ვებას შეძ­ლებდა და რო­მელ­საც ყვე­ლა პა­სუხის­მგებელი პი­რის ადეკ­ვა­ტუ­რი დასჯა მოჰყვებოდა“, სა­სა­მარ­თლომ მო­სარ­ჩე­ლის მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ასა­ნაზ­ღა­უ­რებლად სახელ­მწი­ფოს 50 000 ევ­როს გა­დახდა და­ა­კის­რა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია