დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მი­თი ოჯახური წარ­მოების სოფ­ლის მე­ურ­ნეობის პრო­დუქ­ცი­ით ვაჭ­რობის აკ­რძალ­ვა­ზე მცდა­რია
მი­თი ოჯახური წარ­მოების სოფ­ლის მე­ურ­ნეობის პრო­დუქ­ცი­ით ვაჭ­რობის აკ­რძალ­ვა­ზე მცდა­რია
სულ ნანახია 1962
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ოჯახურ პი­რობებში წარ­მოებული სოფ­ლის მე­ურ­ნეობის პრო­დუქ­ცი­ის გაყიდ­ვის აკ­რძალ­ვას არც ევ­რო­კავ­შირ­თან გა­ფორ­მებული „ასო­ცი­რების შე­სახებ შე­თანხმება“ ით­ვა­ლის­წი­ნებს და არც ამ შე­თანხმების სა­ფუძ­ველ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მი­ერ მი­ღებული სურ­სა­თის/ცხოვე­ლის საკ­ვების უვ­ნებლობის, ვე­ტე­რი­ნა­რი­ი­სა და მცე­ნა­რე­თა დაც­ვის კო­დექ­სი (სურ­სა­თის უვ­ნებლობის კო­დექ­სი).

 

2015 წლის 1 იან­ვრი­დან ძა­ლა­ში შე­დის სა­კა­ნონ­მდებლო ცვლი­ლებები, რომ­ლებიც სა­საკ­ლა­ოებსა და ნედ­ლი რძის გა­და­მა­მუ­შა­ვებელ სა­წარ­მოებს საქ­მი­ა­ნობას უკ­რძა­ლავს საფრთხის ანა­ლი­ზი­სა და კრი­ტი­კუ­ლი სა­კონ­ტრო­ლო წერ­ტი­ლების სის­ტე­მის (HACCP) და­ნერ­გვის გა­რე­შე. HACCP-ის მი­ზა­ნია უვ­ნებელი სურ­სა­თის წარ­მოების უზ­რუნ­ველყოფა, კერ­ძოდ, სურ­სა­თის დამ­ზა­დების დროს, ნების­მი­ე­რი საფრთხის აღ­მოფხვრის მიზ­ნით, ეფექ­ტი­ა­ნი მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მის შექ­მნა.

 

თუმ­ცა, მო­ნი­ტო­რინ­გის მოთხოვ­ნა არ ვრცელ­დება ფი­ზი­კუ­რი პი­რების, მათ შო­რის, გლეხების მი­ერ წარ­მოებულ ან ოჯახური წარ­მოების ფარ­გლებში დამ­ზა­დებულ სურ­სათ­ზე. ასეთ შემთხვე­ვებში მო­ნი­ტო­რინგს არც პირ­ვე­ლა­დი წარ­მოება (მცე­ნა­რის მოყვა­ნა, მო­სავ­ლის აღება, ნაყოფის კრე­ფა, ცხოვე­ლის გაზ­რდა, რძის წვე­ლა და ა.შ.) ექ­ვემ­დებარება და არც გა­და­მუ­შა­ვების პრო­ცე­სი (გაცხელება, შებოლ­ვა, და­კონ­სერ­ვება, გა­მოშ­რობა, და­მა­რი­ლება, გა­მო­წურ­ვა და ა.შ.), რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნად ცვლის პირ­ვე­ლა­დი პრო­დუქ­ტის სახეს.

 

სურ­სა­თის უვ­ნებლობის კო­დექ­სი ოჯახურ წარ­მოებას გან­მარ­ტავს, რო­გორც სურ­სა­თის ან ცხოვე­ლის საკ­ვების წარ­მოებას არა­ორ­გა­ნი­ზებულად ან პი­რა­დი მოხმა­რების მიზ­ნით. სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნახმად, არა­ორ­გა­ნი­ზებულ წარ­მოებაში იგუ­ლისხმება, სახლის პი­რობებში, სა­გა­და­სახადო ვალ­დებულებების წარ­მოქ­მნის გა­რე­შე, სა­კუ­თა­რი სა­ჭი­როების ან ად­გი­ლობრი­ვი ბაზ­რის­თვის, მცი­რე რა­ო­დე­ნობის ყვე­ლის, მა­წო­ნი­სა და სხვა მსგავ­სი პრო­დუქ­ტების დამ­ზა­დება.

 

იმავ­დრო­უ­ლად, ოჯახურ სა­წარ­მოებს, სოფ­ლის მე­ურ­ნეობის პრო­დუქ­ცი­ის გა­საყიდად, შე­იძ­ლება სურ­სა­თის უვ­ნებლობის და­მა­დას­ტუ­რებელი დო­კუ­მენ­ტის აღება დას­ჭირ­დეთ. ბიზ­ნეს-ოპე­რა­ტო­რებს (სურ­სა­თის მა­ღა­ზია, აგ­რა­რუ­ლი ბაზა­რი და ა.შ.) უვ­ნებელი სურ­სა­თის გაყიდ­ვის ვალ­დებულება აქვთ. სურ­სა­თის უვ­ნებლობის კო­დექ­სი ით­ვა­ლის­წი­ნებს შე­საბამის სან­ქციებს (გაფრთხილება, ჯარი­მა ან მუ­შაობის უფ­ლების შე­უ­ჩე­რება) ამ ვალ­დებულების შე­უს­რუ­ლებლობის­თვის. ამი­ტომ, ბიზ­ნეს-ოპე­რა­ტო­რებმა შე­საძ­ლოა, გლეხების­გან პრო­დუქ­ცი­ის ლაბორა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის ოქ­მი მო­ითხოვინ ან სა­კუ­თა­რი ხარჯებით უზ­რუნ­ველყონ სურ­სა­თის გა­მოკ­ვლე­ვა იმი­სათ­ვის, რომ სტაბილუ­რი მომ­წო­დებლები არ და­კარ­გონ. სხვა ქვეყნების მა­გა­ლი­თი, რომ­ლებმაც ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტების და­ნერ­გვის გზა უკ­ვე გა­ი­ა­რეს, აჩ­ვე­ნებს, რომ ბიზ­ნეს-ოპე­რა­ტო­რები ზოგჯერ თა­ვად ეხმა­რებიან გლეხებს, უვ­ნებელი სურ­სა­თის დამ­ზა­დების მიზ­ნით, წარ­მოების სა­თა­ნა­დო პრაქ­ტი­კის და­ნერ­გვა­ში.

 

სურ­სა­თის უვ­ნებლობის კო­დექ­სი, საოჯახო სა­წარ­მოების გარ­და, შე­ღა­ვა­თი­ან პი­რობებს, ასე­ვე, უწე­სებს მცი­რე ზო­მის (წლი­უ­რი ბრუნ­ვა არა უმე­ტეს 200 ათა­სი ლა­რი­სა) და სხვა ისეთ სა­წარ­მოებს, რომ­ლებიც მა­ღალ­მთი­ან რე­გი­ო­ნებში აწარ­მოებენ სურ­სათს ან სურ­სა­თის წარ­მოების ტრა­დი­ცი­ულ მე­თო­დებს იყენებენ. აღ­ნიშ­ნულ მე­წარ­მე სუბიექ­ტებს, HACCP სის­ტე­მის და­ნერ­გვის ნაც­ვლად, სურ­სა­თის უვ­ნებლობის მი­ნი­მა­ლუ­რი სტან­დარ­ტების დაც­ვა მო­ეთხოვებათ, რაც, ძი­რი­თა­დად, სა­წარ­მოო პრო­ცე­სის სუფ­თა გა­რე­მო­ში წარ­მარ­თვას და უვ­ნებელი ნედ­ლე­უ­ლის გა­მოყენებას გუ­ლისხმობს. სურ­სა­თის უვ­ნებლობის სა­ა­გენ­ტო მხოლოდ მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცვე­ლი ცხოვე­ლუ­რი სურ­სა­თის მწარ­მოებელ ასეთ სა­წარ­მოებს შე­ა­მოწ­მებს ყოველ­წლი­უ­რად.

 

ზუ­რა მო­დებაძე

 

ht­tp://www.eu­rocommunicator.ge/

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია