დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
PIN-მა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ახალ­გაზ­რდებს პრო­ფე­სი­ის უფა­სოდ შეს­წავ­ლის და სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნობის წა­მოწყების სა­შუ­ა­ლება მის­ცა
PIN-მა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ახალ­გაზ­რდებს პრო­ფე­სი­ის უფა­სოდ შეს­წავ­ლის და სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნობის წა­მოწყების სა­შუ­ა­ლება მის­ცა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 5631
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

ჩეხური არა­კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია Peo­ple in ne­ed (PIN) სა­ქარ­თვე­ლო­ში 2005 წლი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. 9 წლის გან­მავ­ლობაში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ არა­ერ­თი პრო­ექ­ტი გა­ნახორ­ცი­ე­ლა, რაც, ძი­რი­თა­დად, გა­ნათ­ლებას, სოფ­ლის მე­ურ­ნეობის ხელ­შეწყობას და სო­ცი­ა­ლუ­რად მოწყვლა­დი ჯგუ­ფების დახმა­რებასა და სა­ზო­გა­დოებაში ინ­ტეგ­რა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

2012 წლის მა­ი­სი­დან 2014 წლის დე­კემბრის ჩათ­ვლით კი ორ­გა­ნი­ზა­ცია PIN ჩეხეთის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს (ჩეხური გან­ვი­თა­რების სა­ა­გენ­ტოს) თა­ნად­გო­მით ახორ­ცი­ე­ლებს სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის პრო­ექტს. აღ­ნიშ­ნუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი იმე­რეთს მო­ი­ცავს, რომ­ლის ფარ­გლებში ამჟამად ტყიბულის, ქუ­თა­ი­სი­სა და წყალ­ტუბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტების ჩარ­თვა განხორ­ცი­ელ­და.

 

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტი თა­ვის თავ­ში რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვობას აერ­თი­ა­ნებს. ერთ-ერ­თი პრო­ექ­ტი  მი­მარ­თუ­ლია სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ახალ­გაზ­რდობას­თან მო­მუ­შა­ვე ად­გი­ლობრი­ვი მმარ­თვე­ლობის ორ­გა­ნოების, შე­საბამი­სი სამ­სახურების და არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ციების წარ­მო­მად­გე­ნელ­თა უნა­რების ამაღ­ლებაზე, ასე­ვე სი­ღა­რიბის ზღვარს ქვე­მოთ მცხოვ­რები ახალ­გაზ­რდების და მა­თი ოჯახის წევ­რების მხარ­და­ჭე­რა­ზე.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ზა­ნი­ა, რაც შე­იძ­ლება მე­ტი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ახალ­გაზ­რდა ჩა­ერ­თოს პრო­ექ­ტში. შე­ის­წავ­ლოს საქ­მი­ა­ნობა და მი­ი­ღოს და­ფი­ნან­სება, რომ მო­მა­ვალ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი დახმა­რების იმე­დად და სახელ­მწი­ფოს კე­თილ ნებაზე არ იყვნენ და­მო­კი­დებულ­ნი. რაც მთა­ვა­რია, ჰქონ­დეთ სა­კუ­თარ ქა­ლაქ­სა თუ სო­ფელ­ში მუ­შაობის მო­ტი­ვა­ცია.

 

სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე ახალ­გაზ­რდების­თვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რით პრო­ფე­სი­ის შემ­სწავ­ლე­ლი უფა­სო კურ­სები მო­ეწყო. ახალ­გაზ­რდებმა გა­საუბრება-შერ­ჩე­ვის შემ­დეგ, სხვა­დასხვა პრო­ფე­სი­ის შემ­სწავ­ლე­ლი კურ­სები გა­ი­ა­რეს, სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნობის და­საწყებად და ინ­ვენ­ტა­რის შე­სა­ძე­ნად მცი­რე საგ­რან­ტო და­ფი­ნან­სებაც მი­ი­ღეს. პრო­ფე­სი­უ­ლი კურ­სების შე­სახებ პრო­ექ­ტის მე­ნეჯერი ნა­თია ახალა­ია დე­ტა­ლუ­რად სა­უ­რობს:

 

„პრო­ექ­ტი ქუ­თა­ის­ში, ტყიბულ­სა და წყალ­ტუბოში ხორ­ცი­ელ­დება. პირ­და­პირ სა­მიზ­ნე ჯგუფს წარ­მო­ად­გენს 15-დან 23 წლამ­დე ახალ­გაზ­რდები ეკო­ნო­მი­კუ­რად შე­ჭირ­ვებული ოჯახებიდან და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სახურებით და­კა­ვებული ინ­სტი­ტუ­ტების წარ­მო­მად­გენ­ლები. სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სახურების სა­ა­გენ­ტოს­თან თა­ნამ­შრომ­ლობით შე­ვარ­ჩი­ეთ ახალ­გაზ­რდები სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯახებიდან, რო­მელ­თაც შერ­ჩე­ვის შე­საბამი­სი ეტა­პების გავ­ლის შემ­დეგ  გა­ი­ა­რეს ხელობის შემ­სწავ­ლე­ლი კურ­სები. კან­დი­და­ტები მა­თი აქ­ტი­უ­რობისა, მო­ტი­ვა­ცი­ი­სა და მი­ზან­და­სახულობით შე­ირ­ჩენ. პრო­ექ­ტის დაწყებიდან დღემ­დე, პრო­ექ­ტის ფარ­გლებში ხელობის შემ­სწავ­ლე­ლი კურ­სები 106 ახალ­გაზ­რდამ გა­ი­ა­რა. მათ შო­რის 23 ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტებულს, საგ­რან­ტო კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლეობის შე­დე­გად, მა­თი საქ­მი­ა­ნობების­თვის სა­ჭი­რო აღ­ჭურ­ვი­ლობები გა­და­ე­ცათ (სტი­ლის­ტი, ბუღალ­ტე­რი, მზა­რე­უ­ლი, PIN სპე­ცი­ა­ლის­ტი, მა­საჟის­ტი, მან­ქა­ნის ელექ­ტრო­შემ­კე­თებელი, ფეხსაც­მლის მკე­რა­ვი), რაც შემ­დგომ და­საქ­მებაში შე­უწყობთ ხელს. ექ­ვსთვი­ა­ნი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლი მო­ნა­ცე­მების მიხედ­ვით ბენე­ფი­ცი­არ­თა უმე­ტე­სობა და­საქ­მებულია და გა­აჩ­ნია სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი.“

 

პრო­ფე­სი­ის შემ­სწავ­ლე­ლი  კურ­სები  კარ­გი სა­შუ­ა­ლება აღ­მოჩ­ნდა სა­კუ­თა­რი მიკ­რობიზ­ნე­სის წა­მოწყების სურ­ვი­ლის მქო­ნე ახალ­გაზ­რდების­თვის. პრო­ფე­სია შეს­წავ­ლილ­თა უმე­ტე­სობამ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნობა წა­მო­იწყო და სო­ცი­ა­ლუ­რი დახმა­რების იმე­დად აღარ არის. მო­ნა­წი­ლეები იმ შე­დე­გებსა და საქ­მი­ა­ნობაზე საუბრობენ, რა­საც პრო­ექ­ტის ფარ­გლე­ში მი­აღ­წი­ეს.

 

 

 

„ვაპირებ საკუთარი საქმის დაწყებას“

 

სო­სო იშხნე­ლი 23 წლი­სა­ა, მან მე­წა­ღეობის შემ­სწავ­ლე­ლი კურ­სები ტყიბულ­ში გა­ი­ა­რა.

სო­სო თავ­და­პირ­ვე­ლად მა­ღა­რო­ში მუ­შაობდა. თუმ­ცა, ჯან­მრთე­ლობის პრობლე­მების გა­მო, მუ­შაობის გაგ­რძე­ლება  ვე­ღარ შეძ­ლო. ამი­ტომ, ძი­რი­თა­დად, სა­ში­ნაო საქ­მეებით იყო და­კა­ვებული, სო­სოს ოჯახი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის სტა­ტუ­სით სარ­გებლობდა და დახმა­რებას იღებდა. ერთ დღე­საც სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის მი­ერ შე­იტყო, რომ პრო­ფე­სი­ის

 

შემ­სწავ­ლე­ლი უფა­სო კურ­სებით სარ­გებლობა და სა­სურ­ვე­ლი საქ­მი­ა­ნობის შეს­წავ­ლა შე­ეძ­ლო.

 

„ეს ინ­ფორ­მა­ცია გო­ნებაში დამ­რჩა და გა­დავწყვი­ტე ამ შან­სით მე­სარ­გებლა. ჩემს ბავ­შვობაში ბიძა­ჩე­მი თბილის­ში მე­წა­ღედ მუ­შაობდა და, რო­დე­საც მას­თან სტუმ­რად ჩავ­დი­ო­დი, ძა­ლი­ან მიყვარ­და მი­სი საქ­მი­ა­ნობის­თვის თვალყურის დევ­ნება. მომ­წონ­და მი­სი პრო­ფე­სია და ვფიქ­რობდი კი­დეც, რომ ეს ჯან­მრთე­ლობის­თვის არა­ნა­ი­რი რის­კის შემ­ცვე­ლი არ იყო. და­ვიწყე კურ­სებზე სი­ა­რუ­ლი. ჯერ კი­დევ გი­ზო მას­წავ­ლებელ­თან ვმუ­შაობ დამხმა­რედ და ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ მის­გან. რო­გორც თვი­თონ აღ­ნიშ­ნა, საკ­მა­ოდ სწრა­ფად ვით­ვი­სებ პრო­ფე­სი­ას და სწო­რედ ამი­ტომ მომ­ცა მას­თან დარ­ჩე­ნის და მუ­შაობის სა­შუ­ა­ლება.
ტრე­ნინ­გის დას­რუ­ლების შემ­დგომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­გან მი­ვი­ღე სა­მუ­შაო ია­რა­ღების ნაკ­რები და ტყავის სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნა, ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­მეხმა­რება, რომ მა­ლე გა­მოც­დი­ლების მი­ღების შემ­დგომ და­მო­უ­კი­დებლად გა­ვაგ­რძე­ლო მუ­შაობა და მქონ­დეს სა­კუ­თა­რი საქ­მე.

ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ იმ ყვე­ლა­ფერს, რაც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ Peo­ple in Ne­ed და გი­ზო მას­წავ­ლებელ­მა გა­ა­კე­თეს ჩემ­თვის. მო­მა­ვალ­ში რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლობაში მე აღარ დამ­ჭირ­დება სა­მუ­შა­ოს ძებნა, რად­გან უკ­ვე მაქვს სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ა, რო­მე­ლიც მიყვარს. ამ პრო­ფე­სი­ით, რა თქმა უნ­და, ბევრ ფულს ვერ ვი­შო­ვი პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში, მაგ­რამ ჩემ­თვის საკ­მა­რისს ყოველ­თვის გა­მო­ვი­მუ­შა­ვებ.
ერ­თი თვის წინ  დავ­ქორ­წინ­დი, ახლა უკ­ვე სა­კუ­თა­რი ოჯახი მაქვს და მა­ლე სა­კუ­თა­რი საქ­მის დაწყებასაც ვგეგ­მავ. რომ ოჯახის შე­ნახვა შევ­ძლო.“

 

ვი­ნა­ი­დან პრო­ფე­სი­ის შემ­სწავ­ლე­ლი უფა­სო კურ­სები მოგ­ვი­ა­ნებით მთავ­რობის  ორ­გა­ნი­ზებითაც მო­ეწყო და სახელ­მწი­ფოს პატ­რო­ნაჟით და­ფი­ნან­სებულ კო­ლეჯებში სწავ­ლა ბევ­რად მო­სახერხებელი იყო, ორ­გა­ნი­ზა­ცია PIN -მა პროფ­კურ­სების უკეთ საქ­მი­ა­ნობის­თვის პრო­ექტს ახალი კომ­პო­ნენ­ტი და­ა­მა­ტა, რომ­ლის ფარ­გლებშიც პრო­ფე­სი­ის შემ­სწავ­ლელ კურ­სებში სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის დახმა­რებით ამჯერად მცი­რე ტი­პის საოჯახო სახლების ბენე­ფი­ცი­ა­რები და მე­ურ­ვეობით აღ­ზრდა­ში მყოფი 14 ახალ­გაზ­რდა ჩა­ერ­თო. რო­მელ­თაც სრულ­წლოვ­ნების შემ­დეგ პრო­ფე­სი­ით მუ­შაობის სა­შუ­ა­ლება ექ­ნებათ. რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდის და­საქ­მების სურ­ვი­ლი უკ­ვე გა­მოთ­ქვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ და­ფი­ნან­სებულ­მა სო­ცი­ა­ლურ­მა სა­წარ­მოებმა.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია