დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
წყალტუბოს გამგეობას რეაბილიტირებულ შენობას საახალწლოდ ჰპირდებიან
ავტორი: ჟანა ჯანე­ლი­ძე
სულ ნანახია 1709
ავტორი:
ჟანა ჯანე­ლი­ძე
მსგავსი სიახლეები

წყალ­ტუბოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რების ფონ­დი, მსოფ­ლიო ბან­კის და­ფი­ნან­სებით, ქა­ლაქ წყალ­ტუბოში ათ სხვა­დასხვა მსხვილ ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს, რომ­ლის სა­ერ­თო ღი­რებულება შე­ად­გენს 49 068161 ლარს.

 

ამჟამად დას­რუ­ლებულია ოთხი მსხვი­ლი პრო­ექ­ტი: ქ. წყალ­ტუბოში სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო ქსე­ლის რეაბილი­ტა­ცი­ა, რომ­ლის­თვი­საც გა­მოყოფი­ლი იყო 3 550 000 ლა­რი, სა­მუ­შაო შე­ას­რუ­ლა შპს „ინ­სმა“, ქ. წყალ­ტუბოში სას­მე­ლი წყლის ქსე­ლის რეაბილი­ტა­ცი­ა, საცხოვ­რებელი კორ­პუ­სების და ახლოს მდებარე სოფ­ლების გამ­რიცხვე­ლი­ა­ნების სა­მუ­შა­ო, რო­მე­ლიც შეს­რუ­ლებული იქ­ნა სახელ­მწი­ფო სამ­შე­ნებლო კომ­პა­ნი­ის მი­ერ. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი­სათ­ვის გა­მოყოფი­ლი იყო 6 379 574 ლა­რი. წყალ­ტუბოს კუ­რორ­ტის მარ­თვის ოფი­სის, პარ­კში და ცი­ვი ტბის მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცი­რე ზო­მის შე­ნობა-ნა­გებობის მშე­ნებლობა, რო­მე­ლიც შე­ას­რუ­ლა შპს „დაგ­მა“ (ღი­რებულება: 5 948 597 ლა­რი), ასე­ვე დას­რუ­ლებულია „ცი­ვი ტბისა“ და „ცი­ვი ტბიდან“ გა­მო­მა­ვა­ლი არხების რეაბილი­ტა­ცია (ღი­რებულება 4 148000 ლა­რი, სა­მუ­შა­ოები აწარ­მოა შპს „აზერ­ტუ­ნელ­მა“), წყალ­სა­დე­ნის სა­თა­ვე ნა­გებობის რეაბილი­ტა­ცია (ღი­რებულება 5 191 844 ლა­რი), სა­მუ­შაო აწარ­მოა შპს      „წყალ­კა­ნალ­რემ­მშენ­მა“.

 

ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რეობს შემ­დე­გი სა­მუ­შა­ოები: ცენ­ტრა­ლურ პარ­კში და „ცივ ტბაზე“ გა­რე გა­ნა­თების რეაბილი­ტა­ცია (ღი­რებულება 2 660 786 ლა­რი), სა­მუ­შა­ოს აწარ­მოებს სს „ერი­სი­მე­დი“, შეს­რუ­ლებულია სა­მუ­შა­ოს 85%; ყოფი­ლი პო­ლი­ცი­ის შე­ნობის, რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის, სა­კონ­ცერ­ტო დარბაზ „ივე­რი­ის“, რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის მიმ­დებარე მო­ედ­ნი­სა და ცენ­ტრა­ლურ პარ­კში არ­სებული მცი­რე ზო­მის სა­ფეხმავ­ლო ხიდების რეაბილი­ტა­ცი­ის სა­მუ­შა­ოები (ღი­რებულება 2 899 075 ლა­რი), შემ­სრუ­ლებელი შპს „ჯავა“, შეს­რუ­ლებულია სა­მუ­შა­ოს 30%; ცენ­ტრა­ლურ პარ­კში და „ცივ ტბაზე“ გზების, სა­ვა­ლი ბილი­კებისა და სად­რე­ნაჟე სის­ტე­მის რეაბილი­ტა­ცია (ღი­რებულება 7 349 000 ლა­რი), სა­მუ­შა­ოს აწარ­მოებს შპს „და­გი“, შეს­რუ­ლებულია სა­მუ­შა­ოს 40%; წრი­უ­ლი გზების, სა­ნი­აღ­ვრე და სად­რე­ნაჟე სის­ტე­მის რეაბილი­ტა­ცია (ღი­რებულება 5 917127 ლა­რი), შემ­სრუ­ლებელი შპს „ცე­კუ­რი“, შეს­რუ­ლებულია სა­მუ­შა­ოს 90%; ქ. წყალ­ტუბოს ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კი­სა და „ცი­ვი ტბის“ ტე­რი­ტო­რი­ის გამ­წვა­ნება, კე­თილ­მოწყობა და სარწყავი სის­ტე­მის მონ­ტაჟი (ღი­რებულება: 3 161 900 ლა­რი), სა­მუ­შა­ოს აწარ­მოებს შპს „მწვა­ნე სახლი“, შეს­რუ­ლებულია 30%.

 

თით­ქმის სა­მი წე­ლი­ა, რაც ქა­ლაქ წყალ­ტუბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­ნობა ხარა­ჩო­შია ჩას­მუ­ლი.

გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი რეაბილი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი გა­ჩე­რებული იყო, ამჟამად კი აქ­ტი­უ­რი მუ­შაობა მიმ­დი­ნა­რეობს შე­ნობის იერ­სახის შე­საც­ვლე­ლად.

 

ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გეობის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნობის სახურა­ვის სა­რეაბილი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოების­თვის 266 795 ლა­რია გა­მოყოფი­ლი, სა­მუ­შა­ოებს შპს „ქარ­თლი“ ას­რუ­ლებს. რო­გორც წყალ­ტუბოს გამ­გებელ­მა კონ­სტან­ტი­ნე მა­მი­სე­იშ­ვილ­მა გვითხრა, გამ­გეობის შე­ნობის რეაბილი­ტა­ცია 2014 წლის ბოლოს დას­რულ­დება.

 

რო­გორც ცნობილი­ა, პირ­ველ ეტაპ­ზე წყალ­ტუბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­ნობა დას­რულ­დება, რო­მე­ლიც საახალ­წლოდ უნ­და ჩაბარ­დეს, ხოლო სხვა და­ნარ­ჩენ სა­რეაბილი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოებს 2016 წლის ბოლოს ექ­ნება საბოლოო სახე.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია