დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შშმ პირ­თა და­საქ­მების ფო­რუ­მი ქუ­თა­ის­ში
ავტორი: ნეს­ტან ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი
სულ ნანახია 2033
ავტორი:
ნეს­ტან ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი

ქუ­თა­ი­სის გა­ნათ­ლების გან­ვი­თა­რების და და­საქ­მების ცენ­ტრმა სა­მუ­შა­ოს მა­ძიებელ შეზ­ღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებლობის მქო­ნე პირ­თა და­საქ­მების ხელ­შეწყობის მიზ­ნით და­საქ­მების ფო­რუ­მი მო­აწყო.

 

ღო­ნის­ძიებას იმე­რე­თის ვი­ცე-გუბერ­ნა­ტო­რი სო­სო ხახალე­იშ­ვი­ლი, ევ­რო­კავ­ში­რის ოპე­რა­ციების ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე სტე­ფან სტორ­კი და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სახურების სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლები ეს­წრებოდ­ნენ.

 

და­საქ­მების ფო­რუმ­ში  40 პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­საქ­მებელი და 50-მდე სა­მუ­შა­ოს მა­ძიებელი შშმ პი­რი იღებდა მო­ნა­წი­ლეობას. პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­საქ­მებლები საჯარო, ბიზ­ნეს და არა­სამ­თავ­რობო სექ­ტო­რი­დან იყვნენ წარ­მოდ­გე­ნი­ლები. ღო­ნის­ძიების მსვლე­ლობისას პო­ტენ­ცი­ურ დამ­საქ­მებლებს სა­მუ­შა­ოს მა­ძიებლებთან პი­რა­დი გა­საუბრებისა და მა­თი უნა­რების შე­ფა­სების სა­შუ­ა­ლებაც ჰქონ­დათ.

პო­ტენ­ცი­ურ­მა დამ­საქ­მებლებმა ასე­ვე მო­ნა­წი­ლეობა მი­ი­ღეს დის­კუ­სი­ა­ში, რო­მე­ლიც სა­გა­და­სახადო კო­დექ­სში შშმ პირ­თა და­საქ­მების და მე­წარ­მე­თა წახალი­სების მხარ­დამ­ჭე­რი ინი­ცი­ა­ტი­ვების შე­მუ­შა­ვებას ეძ­ღვნებოდა.

 

ღო­ნის­ძიება ევ­რო­კავ­ში­რის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, შშმ პირ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლების და და­საქ­მების სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტის ფარ­გლებში განხორ­ცი­ელ­და.

 

 

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია