დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე: „არ დაისაჯნენ ის ადამიანები...“
სულ ნანახია 1563
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

„როდესაც ქვეყანაში არ არის სისტემა სწორად ჩამოყალიბებული და როდესაც არ არსებობს ნდობა და პოლიტიკური ნება, რომ უკანონო მოსმენები არ იყოს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს კანონში რა ჩაიწერება,“ - ამის შესახებ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

 

„როდესაც ქვეყანაში არ დაისაჯნენ ის ადამიანები, რომლებიც უკანონო მოსმენებს ახორციელებდნენ, რა აზრი აქვს საერთოდ ამ საკითხის განხილვას, თუ ვის ხელში იქნება ე.წ. გასაღები,“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

მისივე თქმით, მთავარია, ადამიანებს ჰქონდეთ იმის განცდა, რომ, თუ ისინი უკანონოდ ვინმეს მოუსმენენ, ამისთვის აუცილებლად დაისჯებიან.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც არ უნდა დავარქვათ გასაღები, თუ ბოქლომი და ვის ხელშიც არ უნდა იყოს ის, ამას არავითარი მნიშვნელობა არ ექნება,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია