დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რა ხდება „სტალინის ციხეში“
რა ხდება „სტალინის ციხეში“
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 2257
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

გუბერსკი-ხელოვნება ჩაკეტილ სივრცეში“ - გამოფენა ქუთაისის ყოფილ ციხეში

 

ქუთაისის გუბერნიის ყოფილ ციხეში, საერთაშორისო სახელოვნებო პროექტის „გუბერსკი-ხელოვნება ჩაკეტილ სივრცეში“ გამოფენა  გაიმართა.

ქუთაისის გუბერნიის ყოფილი ციხე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან ფუნქციონირებდა, 2005 წლიდან დაკეტილია.

ყოფილი ციხის კედლები ქართველ და უცხოელ ხელოვანთა ნამუშევრებით გაცოცხლდა. მხატვრებმა უკვე ნახევრად დანგრეული ოთახები სხვადასხვა ნახატებითა თუ ქანდაკებებით შეამკეს.

„2010 წელს, როდესაც პირველად მოვხვდი გუბერსკის ტერიტორიაზე, ბერლინში ინსტალაცია გავაკეთეთ საკნების კარებებით. მაშინ დამებადა იდეა, რომ იქ ქართული კარებიც ჩაგვეტანა. გავიგე, რომ ქუთაისში  2005 წელს დაკეტეს ციხე და შესაძლებელი იყო იქ რამე გაგვეკეთებინა. როცა ვნახე ეს ადგილი, ძალიან დავინტერესდი, აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი, თუმცა საკმაოდ იყო ჩამონგრეული და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა აქაურობის მოსაწესრიგებლად. აშკარააა, რომ ეს შრომა ღირდა. ეს ადგილი იქნება  თანამედროვე ალტერნატიული ხელოვნების ცენტრი, აქვე იცხოვრებენ ხელოვანები, შეიქმნება საგამოფენო სივრცე... 4 წლის წინ მზადება დავიწყეთ ამ ადგილის მოსაწესრიგებლად, თებერვლიდან კი აქტიურად შევუდექით გამოფენისთვის მზადებას. ხელოვნება ჩაკეტილ სივრცეში მოიცავს ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია. ვაჩვენებთ, როგორი იყო ციხე ისტორიის სხვადასხვა ეტაპებზე. ვეცდებით, გავაცოცხლოდ პატიმართა პირობები მათი პრობლემებით, პრივილეგიებით და ა.შ.“ - განაცხადა გამოფენის ორგანიზატორმა, მხატვარმა გოჩა გულელაურმა.

გამოფენაში ქართველ ხელოვანებთან ერთად 6 ქვეყნის ხელოვანები მონაწილეობდნენ.

ორგანიზატორების განცხადებით, გამოფენა „გუბნერსკი-ხელოვნება ჩაკეტილ სივრცეში“ 30 ნოემბერს გრანდიოზული ცერემონიით  დაიხურება.

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია