დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისის მერიაში მუშაობის მსურველთა ერთ ვაკანტურ ადგილზე, საშუალოდ, 5 კანდიდატია დაფიქსირებული
ქუთაისის მერიაში მუშაობის მსურველთა ერთ ვაკანტურ ადგილზე, საშუალოდ, 5 კანდიდატია დაფიქსირებული
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 1821
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე

ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე 812 კონკურსანტს საბუთები დაუწუნეს

 

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 196 ვაკანსიაზე 1693 კონკურსანტის მიერ შეტანილი 5006 განაცხადი დაფიქსირდა, კონკურსის მეორე ეტაპზე კი მხოლოდ  881 ადამიანი გადავიდა.

 

ამის შესახებ ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ, დავით დვალმა, 10 ნოემბერს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს ტესტირება 16 ნოემბერს ჩაუტარდებათ.

 

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის, დავით დვალის თქმით, მეორე ეტაპზე უკვე გადასული 881 საჯარო მოხელეობის მსურველიდან 474-ს დოკუმენტაცია არასრულად ჰქონდა წარმოდგენილი, მაგრამ მათ დამატებით მიეცათ საშუალება, გააგრძელონ კონკურსში მონაწილეობა.

 

„48 კონკურსანტს განაცხადი გაკეთებული ჰქონდა 6 და მეტ პოზიციაზე, რაც ავტომატურად ნიშნავს კონკურსიდან მოხსნას, დარჩენილი 1645 კონკურსანტიდან საბუთების შერჩევის ეტაპი წარმატებით გაიარა 881-მა კონკურსანტმა, 812 კი - უმაღლესი განათლების დოკუმენტის არწარმოდგენის, არაშესაბამისი სპეციალიზაციის, არასაკმარისი სტაჟისა და სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არწარმოდგენის გამო - ვერ გადავიდა მეორე ეტაპზე,“ - განაცხადა დავით დვალმა.

 

ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში შეიქმნა საპრეტენზიო კომისია, რომელსაც საჩივრები უნდა განეხილა.

 

„იმ კონკურსანტებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ დოკუმენტაცია სრულად ჰქონდა წარმოდგენილი და  მეორე ეტაპზე მაინც ვერ მოხვდა, შეიქმნა საპრეტენზიო კომისია, შესაბამისად, უკმაყოფილო კონკურსანტს შეეძლება, საპრეტენზიო კომისიას მიმართოს, რომელიც მის განაცხადს განიხილავს. არ გამოვრიცხავ, რომ 5 000 განაცხადიდან რამდენიმე შეცდომა გაპარული იყოს. მჯერა, რომ ქუთაისის მერიაში პროფესიონალები დასაქმდებიან, ეს პროცესი კი გამჭვირვალე უნდა იყოს,“ - აცხადებს ქუთაისის მერი შოთა მურღულია.

 

საპრეტენზიო კომისია შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა: თავმჯდომარე - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - ნიკოლოზ ლატარია, ვიცე-მერი - ნოდარ მიქიაშვილი და მერის მოადგილე კონსანტინე ქავთარაძე.

 

საპრეტენზიო განცხადება სულ 110-მა პიროვნებამ დაწერა. როგორც საპრეტენზიო კომისიაში აცხადებენ, თითოეულ აპლიკანტს შესაბამისი პასუხი გაეცა, თუ რატომ ვერ გადალახეს მათ პირველი ეტაპი.  კომისიაში შესულ 110 საჩივრიდან მხოლოდ 49 აპლიკანტმა არ მიიჩნია გაცემული პასუხი დამაკმაყოფილებლად და საპრეტენზიო კომისიას კვლავ მიმართა განმეორებით. მათგან კი, განხილვის შემდეგ, მხოლოდ 29 აპლიკანტი დაკმაყოფილდა,  რომლებსაც მიეცათ შანსი მეორე ეტაპზე გადასულიყვნენ.

„ჩვენ ყველა მოსაჩივრეს გავეცით პასუხი, თუ რატომ ვერ გადავიდნენ ისინი მეორე ეტაპზე, თუმცა, 49 მონაწილემ არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია ჩვენი პასუხი და ისევ შემოიტანა საჩივარი, რის შემდეგაც, ხელახლა განიხილა კომისიამ მათი საბუთები. საბოლოოდ კი, 29 აპლიკანტი დაკმაყოფილდა, მათ მიეცათ შანსი, გადავიდნენ მეორე ტურში,“ - განაცხადა სააპელაციო კომისიის თავმჯდომარემ ბექა ყანჩელმა.

 

კონკურსის ვერგადალახვის შემთხვევაში, შესაძლოა, რამდენიმე ადგილი ვაკანტური დარჩეს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ცარიელი დარჩება კონკრეტული ადგილები.

 

„ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს და ადგილის შევსების გამო არაკვალიფიციურ პირებს არ დავნიშნავთ თანამდებობებზე. თუ შესაბამის ადგილზე მისაღები კადრი არ გამოჩნდება, დარჩენილ ვაკანსიებზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდება,“ - ამბობს ქუთაისის მერი შოთა მურღულია.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია