დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისის ბიუჯეტი, დაახლოებით, მილიონი ლარით გაიზრდება
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 1860
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე

ქუთაისის მერი არასამთავრობოების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად 2015 წლის ბიუჯეტი განიხილა.

მერის თქმით, ყველა სექტორი აქტიურად უნდა ჩაერთოს ბიუჯეტის განხილვის პროცესში.

 

„მოხდება ბიუჯეტის კიდევ ერთხელ გადამუშავება. წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პრობლემები გროვდებოდა, გადაჭრის ერთ-ერთი საშუალება არის საბიუჯეტო სახსრების გამოყენება, მაგრამ არის თემები, რომლებიც პროცედურასთან არის დაკავშირებული და მინდა, რომ ადრეული პერიოდიდან ჩართული იყოს ყველა სექტორის წარმომადგენელი. რისი გათვალისწინებაც შესაძლებელია, ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ. არასამთავრობოებმა გასულ წელს საინტერესო შენიშვნები გამოთქვეს ბიუჯეტთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ, რომ წელსაც იაქტიურებენ,“ - განაცხადა მურღულიამ.

 

მისივე თქმით, ბიუჯეტი, დაახლოებით, მილიონი ლარით გაიზრდება.

„ბიუჯეტის პირველივე ვარიანტში მისი ზრდა არის წარმოდგენილი. იგი, სავარაუდოდ, მილიონი ლარით გაიზრდება. ასევე გაიზრდება სოციალური სფეროს დაფინანსება, ადმინისტრაციული ხარჯი კი მცირდება,“ - აღნიშნა შოთა მურღულიამ.

 

„ძალიან კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგა. აუცილებელია, მოხდეს პრიორიტეტების სწორად გადანაწილება. მთავარია, პრიორიტეტები მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით გადანაწილდეს,“ - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ქუთაისის ოფისის კოორდინატორმა თეონა ზაქარაშვილმა.

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია