დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გასულ წელს ყველაზე მეტი პრემია იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციამ გამოიწერა
სულ ნანახია 1957
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

www.opendata.ge -ზე უკვე ხელმისაწვდომია იმერეთში, კახეთში,  სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო და შიდა ქართლში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორების ადმინისტრაციებიდან IDFI-სთვის მოწოდებული სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია, რომელიც ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა 2013 წელს გუბერნატორების ადმინისტრაციების მიერ გაწეული სხვადასხვა სახის ფინანსური ხარჯები, მათ ბალანსზე რიცხული და ჩანაცვლებული ავტომობილები, გუბერნატორისა და მისი მოადგილეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული კორესპონდენციის შესახებ ინფორმაცია და ა.შ.


წარმოგიდგენთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მოკლე მიმოხილვას.

 

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, ადმინისტრაციაში 2013 წელს პრემიის სახით სულ გაცემულია - 111 009 ლარი, აქედან გუბერნატორსა და მის ოთხ მოადგილეზე - 25 215 ლარი, ადმინისტრაციის თანამშრომლებზე - 85 794 ლარი, მათ შორის შტატგარეშე თანამშრომლებს დაერიცხა ჯამში - 5 300 ლარი.

 

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტომობილების (სულ 17 ავტომანქანა) საერთო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 252 409 ლარს, აღნიშნული ავტომობილებიდან 2014 წლის აპრილის მონაცემებით სახელმწიფო-რწმუნებული-გუბერნატორის მფლობელობაში იყო 2011 წელს 67 000 ლარად შეძენილი „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო“ ნარჩენი ღირებულებით 36 850 ლარი, ხოლო ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი 2012 წელს 89 688 ლარად შესყიდული „ტოიოტა პრადო“ ნარჩენი ღირებულებით 62 781,6 იმყოფება გუბერნატორის პირველი მოადგილის მფლობელობაში.


წარმომადგენლობითმა ხარჯმა შეადგინა 8 206,69 ლარი, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა 3 448,75 ლარი დაიხარჯა სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტების შესაძენად.

 

გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციაში 2013 წელს გაიცა - 69 370 ლარი პრემია, მათ შორის გუბერნატორსა და მის მოადგილეებზე - 10 200 ლარი, ხოლო თანამშრომლებზე სულ - 59 170 ლარი. 2013 წლის 1 იანვრისათვის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება 10 ავტოსატრანსპორტო საშუალება საერთო ნარჩენი ღირებულებით - 194 020 ლარი.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ 2013 წელს პრემიის სახით გაიცა - 103 945 ლარი. აღნიშნული თანხიდან გუბერნატორსა და მის მოადგილეებზე - 14 810 ლარი, ხოლო ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებმა - 89 135 ლარი. რაც შეეხება გუბერნატორის სამუშაო ელ-ფოსტიდან განხორციელებულ სამსახურებრივ კორესპონდენციას, ადმინისტრაციამ პრეს-რელიზი და სხვა საჯარო ინფორმაცია გამოუგზავნა ინსტიტუტს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება 12 ავტოსატრანსპორტო საშუალება საერთო ნარჩენი ღირებულებით 261 840 ლარი. რიცხული ავტომობილებიდან ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი BMW X5 (თავდაპირველი ღირებულება - 71358 ლარი, ნარჩენი ღირებულება - 55 374 ლარი) 2014 წლის აპრილის მონაცემებით გადაცემული იყო გუბერნატორის მოადგილის მფლობელობაში.


როგორც ირკვევა, ადმინისტრაციის მიერ 2011 წელს ადგილი ჰქონდა ავტოტრანსპორტის ჩანაცვლების 2 ფაქტს. 11 000 აშშ დოლარად შეფასებული „ტოიოტა ქამრი“ ჩანაცვლდა ახალი, 2011 წელს გამოშვებული 31 900 ლარად შეფასებული იმავე მარკის ავტომანქანით, ხოლო 20 500 აშშ დოლარად შეფასებული „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო“ ჩანაცვლდა 2011 წელს გამოშვებული, იმავე მარკის 42 100 აშშ დოლარად შეფასებული ავტომანქანით.


რაც შეეხება წარმომადგენლობით ხარჯებს, სულ ადმინისტრაციის მიერ გახარჯულია 12 721 ლარი, მათ შორის: 2 107 ლარი - მიღებების, თათბირების, კონფერენციებისთვის მინერალური წყლის, ყავის, ჩაისა და შაქრის მოწოდების, ასევე წყლის აპარატების მომარაგების ხარჯი; 291 ლარი ყვავილების შეძენის ხარჯი 9 აპრილისა და 26 მაისი ღონისძიებებთან დაკავშირებით, 525 სასაჩუქრე ალბომის შეძენის ხარჯი ბალტიისპირელი სტუმრებისათვის.

 

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს გაცემული პრემიის ოდენობა ჯამში შეადგენს 51 448.95 ლარს, მათ შორის გუბერნატორსა და მის სამ მოადგილეზე გაიცა 13 488.75 ლარი, საიდანაც სახელმწიფო რწმუნებულმა მიიღო - 4 056, ხოლო ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებმა - 37 960.2 ლარი.


რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციაში 2014 წლის 1 იანვრის მონაცემებით ირიცხება 8 ავტოსატრანსპორტო საშუალება, საერთო ნარჩენი ღირებულებით 265 696 ლარი. გუბერნატორის მფლობელობაში იმყოფება 61 304 ლარად შეფასებული „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო“. ამასთან, ადმინისტრაციის მიერ 2010 წელს 104 481 ლარად შესყიდული „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო“ (ნარჩენი ღირებულებით 57 673) გადაცემულია გუბერნატორის პირველი მოადგილის განკარგულებაში. 3 ერთეული მიცუბიში L200 (ნარჩენი ღირებულება ჯამში 71 640 ლარი) გადაცემულია საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის მფლობელობაში.

 

2013 წელს, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიცა 38 432 ლარი პრემია, საიდანაც გუბერნატორსა და მის მოადგილეებს გადაეცათ 10 182 ლარი, ხოლო თანამშრომლებს - 28 250 ლარი. 36 445 ლარი შეადგინა ადმინისტრაციის მიერ გაცემულმა სახელფასო დანამატმა, აქედან 28 700 ლარი გაცემული იყო გუბერნატორსა და მის მოადგილეებზე, ხოლო 7 745 ადმინისტრაციის თანამშრომლებზე. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი თანხა 26 200 ლარი, სახელფასო დანამატის სახით გაიცა ზურაბ ჭიაბერაშვილის სახელზე.

 

მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით, გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზეა 12 ავტოსატრანსპორტო საშუალება, საერთო ნარჩენი ღირებულებით 384 368 ლარი. აქედან, გუბერნატორის მფლობელობაში გადაცემულია 2 ავტომობილი Toyota Lendcruiser Prado (ნარჩენი ღირებულება - 78 764 ლარი) და Volksvagen Passat (ნარჩენი ღირებულება - 46 094 ლარი).

 

ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში 2013 წელს გაცემულია - 95 550 ლარი პრემიის სახით, საიდანაც გუბერნატორსა და მის მოადგილეებს დაერიცხათ - 20 700 ლარი, ხოლო თანამშრომლებს - 74 850 ლარი. ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება 5 ავტომობილი საერთო ნარჩენი ღირებულებით - 47 850 ლარი. ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებათა შორისაა 2008 წელს - 72 897 ლარად შესყიდული „ტოიოტა ლენდ კრუიზერი“ (ნარჩენი ღირებულება - 22 598 ლარი).


რაც შეეხება, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციას, აქ პრემიის სახით გაიცა 61 884 ლარი, გუბერნატორსა და მის მოადგილეებზე - 42 180 ლარი, ხოლო ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებზე - 19 704 ლარი. ადმინისტრაციის ბალანსზე 2014 წლის 1 იანვრის მონაცემებით ირიცხება 10 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, ნარჩენი ღირებულებით - 218 949.72 ლარი. აქედან ყველაზე ძვირადღირებული ავტომანქანა „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო“ (77 600) მიმაგრებულია გუბერნატორის ადმინისტრაციის შტატგარეშე მოსამსახურეზე (ვლადიმირ ალიბეგაშვილი).

 

2013 წელს ადმინისტრაციის მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯმა შეადგინა - 46 341.78 ლარი. მათ შორის ყველაზე დიდი თანხა - 45 793 ლარი დაიხარჯა 23 ივნისს გორში ქართლის ღვინის ფესტივალის ორგანიზებისათვის.

 

IDFI-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გუბერნატორის ადმინისტრაციებიდან მოსული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, თუ როგორია 2013 წელს სხვადასხვა რეგიონში გუბერნატორის ადმინისტრაციების მიერ არსებული საბიუჯეტო თანხების გადანაწილების პრაქტიკა, მათ შორის პრემიებზე, სახელფასო დანამატებსა და წარმომადგენლობით ხარჯებზე, ასევე წარმოგიდგენთ ადმინისტრაციების ბალანსზე რიცხული ავტომანქანების შედარებას ნარჩენი ღირებულების მიხედვით. უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წელს ჯამში ყველაზე დიდი რაოდენობით პრემია გაიცა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ (111 099 ლარი), მას მოჰყვება სამეგრელოს გუბერნატორის ადმინისტრაცია (103 945 ლარი) და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია (95 550 ლარი). რაც შეეხება სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკას 2013 წელს, ყველაზე დიდი რაოდენობა - 36 445 ლარი სახელფასო დანამატი გაიცა კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში. მიღებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით რომ შევადაროთ გუბერნატორებზე გაცემული პრემიების ან/და სახელფასო დანამატების გაცემის ოდენობა ერთმანეთს, ამ მხრივ რიგებში პირველია - კახეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორ ბატონ ზურაბ ჭიაბერაშვილზე გაცემული სახელფასო დანამატი 26 200 ლარის ოდენობით. მას მოჰყვება, ქვემო ქართლის გუბერნატორსა (მამუკა ჩიქოვანი - 10 500 ლარი) და იმერეთის გუბერნატორზე (ვახტანგ ბალავაძე - 10 000 ლარი) დარიცხული პრემიის ოდენობა ლარებში.  წარმომადგენლობით ხარჯებზე ყველაზე დიდი თანხა დახარჯულია შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ - 46 341 ლარი.

 

 

idfi.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია