საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ქუთაისის მერიას საბინაო ფონდის შექმნისკენ მოუწოდებენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1029
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

სოციალურად დაუცველებმა და იპოთეკით დაზარალებულებმა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრებთან ერთად ქუთაისის მერიის წინ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მერს ქუთაისში საბინაო ფონდის შექმნისკენ და მოსახლეობაზე ზრუნვისკენ მოუწოდებენ.

 

„მივმართავთ ქუთაისის მერიას, გაზარდოს საბინაო ფონდი, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია და საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს გაჭირვებულ ადამიანებს. მოქალაქეს, რომელსაც სახლი დაეწვება, თუ იპოთეკარი გამოაგდებს ბინიდან, მერიამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათი ფართებით დაკმაყოფილება უნდა მოახერხოს. ბიუჯეტის ათას სისულელეში ხარჯვას, ჯობია, ხალხისთვის სასარგებლო საქმე გააკეთონ. ადგილობრივ ხელისუფლებას მისი მოქალაქეების ბედი უნდა აწუხებდეს,“ - განაცხადა გოგი წულაიამ.

ბრალდებებთან დაკავშირებით ქუთაისის მერიამ კომენტარი არ გააკეთა.

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია