დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისის მერიამ პარკირების ადგილებზე ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1793
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

ქუთაისის მერიამ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლით გადაცემისათვის ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.


მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა ორი თვის წინ გაუვიდა, თუმცა, მიუხედავად ვადის გასვლისა, მძღოლებისგან პარკირების საფასურის აკრება კვლავ ხდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მძღოლებისგან აკრებილი თანხა ბიუჯეტში შეაქვთ. აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა.

 

პარკირების მოსაკრებლზე გაფორმებული ხელშეკრულებით მიმდინარე წელს ბიუჯეტში 55 ათასი ლარი უნდა შესულიყო. როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, ქუთაისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების ორგანიზების უფლების    სასყიდლით გადაცემისთვის ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულთან, სავარაუდოდ, 500 000 ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდება.

ქალაქში სულ 274 პარკირების ადგილი იქნება. აქედან 177 საერთო სარგებლობის, 97 სპეციალური სარგებლობის.

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია