დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჭიათურაში ეროვნული გმირის სახელობის ტყე გაშენდა
ჭიათურაში ეროვნული გმირის სახელობის ტყე გაშენდა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 1807
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი
მსგავსი სიახლეები

13 ნოემბერს „ჯორჯიან ემერიქენ ელოისის“ ყოფილ სამეწარმეო ტერიტორიაზე, ე.წ. „ხრამის ჩამქრალ კარიერზე“, მორიგი რეკულტივაცია-გატყიანების აქცია მოეწყო.

 

„ელოისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ახალშენ ტყეს აფხაზეთში ტრაგიკულად გარდაცვლილი ჯონი თორღვაშვილის სახელი შეურჩიეს და შესაბამისი სიმბოლური მემორიალი დაამზადეს, რომელიც 4-ჰექტრიანი ახალშენის შესასვლელში აღმართეს.

აქციაზე მიწვეული იყვნენ ჯონი თორღვაშვილის დედა, ქალბატონი ლალი თორღვაშვილი; საქართველოს პარლამენტის წევრები: ანი მიროტაძე, ბიძინა გუჯაბიძე და გიორგი ცაგარეიშვილი.

 

ნერგების დარგვაში მონაწილეობა მიიღეს „ელოისის“ თანამშრომლებმა, სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის ბენეფიციარებმა, ჟურნალისტებმა.

 

რეკულტივაციის პროცესში მონაწილეობდა „ელოისის“ გენერალური დირექტორი ველველ ლოზინსკიც.

 

ბიძინა გუჯაბიძემ აღნიშნა, რომ ნერგების 60-70%-ის გახარებაც კი მისასალმებელი იქნება და რამდენიმე ათეული მცენარე თავადაც დარგო.

 

გიორგი ცაგარეიშვილი დაინტერესდა ნერგების ჯიშებით და აღმოჩნდა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის დამახასიათებელი მცენარეთა გარდა ირგვებოდა ე.წ. პავლონია ტომორტოზა, რომელიც, ბოლო წლებში, საქართველოში პოპულარობით სარგებლობს.

ანი მიროტაძემ უკვე მეორეჯერ მიიღო მონაწილეობა რეკულტივაციის პროცესში და აღნიშნა, რომ ყოველთვის ეცდება ასეთ აქციებში მიიღოს მონაწილეობა, რადგან ეკოლოგიური პროექტების განხორციელება არამარტო ამ რეგიონისთვის პრინციპული საჭიროებაა.

 

ჯონი თორღვაშვილის დედას, ქალბატონ ლ. თორღვაშვილს „ელოისის“ გენერალურმა დირექტორმა სიმბოლური სამახსოვრო სიგელი გადასცა. ეროვნული გმირის დედამ ემოციები ვერ დამალა და განაცხადა: „დღეს ჩემი გმირი შვილი გამიცოცხლდა.“

საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის დირექტორმა, თამარ ზაბახიძემ, განაცხადა, რომ ასეთ აქციებზე ყოველთვის სიამოვნებით წამოვლენ როგორც ბენეფიციარები, ასევე აღმზრდელებიც და შესაძლებლობის ფარგლებში ეკოლოგიურ პროექტებს ხელს შეუწყობენ.

 

სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც გამოთქვეს სურვილი, რომ ამგვარ აქციებში კვლავ მოწინავეები იქნებიან და შექმნიან ჭიათურის მწვანე მომავალს (ამავე სკოლის თვითმმართველობას ეკუთვნის სლოგანი „ჩვენ შევქმნით შავი ჭიათურის მწვანე მომავალს“).

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში განაშენიანება მოხდა 4 ჰექტარზე და დაირგო 4 ათას ნერგზე მეტი.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია