საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
„საქართველოში c ჰეპატიტის პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება“
„საქართველოში c ჰეპატიტის პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება“
სულ ნანახია 973
ავტორი:

საქართველო გახდება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ბოლომდე გადაიჭრება c ჰეპატიტის პრობლემა და მთლიანად დაიძლევა ეს უმძიმესი დაავადება, - აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჯანდაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

 

მთავრობის მეთაურს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის დეტალები და მოლაპარაკებების შედეგები გააცნო. მისი განმარტებით, მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვით მომავალი წლიდან საქართველოში დაიწყება უპრეცედენტო პროგრამა - c ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი „სოფუსბუვირი“ შემოვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საქართველოში მცხოვრები პაციენტებისთვის გახდება ხელმისაწვდომი. აშშ-ში ჯანდაცვის მინისტრის სამუშაო ვიზიტის დროს შეთანხმდა ახალი მედიკამენტის უმოკლეს ვადაში რეგისტრაციისა და საქართველოს მოსახლეობის პრეპარატთან წვდომის საკითხები.

 

„საქართველოში მომავალ წელს დაიწყება უპრეცედენტო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც პრაქტიკულად აღმოიფხვრება c ჰეპატიტის დაავადება. ეს არის დიდი მიღწევა ჩვენი მთავრობის და პირადად ბატონი დავით სერგეენკოსი. მთავარი მოტივაცია, რამაც აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა ამერიკული მხარე, არის ის რეფორმები, რომელიც ჩვენმა მთავრობამ განახორციელა. ეს არის უნივერსალური დაზღვევის პროგრამა, c ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ათასობით პაციენტს ვუმკურნალეთ, მათ შორის 1000 პატიმარს. ეს არის რეალური რეფორმა, რომელსაც 2 წელიწადში მივაღწიეთ და ამაში მილიონობით ლარია დახარჯული,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.


მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის უწყების სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველო გახდება ქვეყანა, სადაც c ჰეპატიტი, როგორც დაავადება, საერთოდ გაქრება.

 

 

presa.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია