დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გასაოცარი მღვიმე
გასაოცარი მღვიმე
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 4696
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბმა, თეთნულდმა, რაჭაში უნიკალური ზომისა და ფორმების მღვიმე აღმოაჩინა

 

ორდღიანი ექსპედიციის შედეგად, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბმა „თეთნულდმა“ რაჭაში უნიკალური ზომისა და ფორმების მღვიმე აღმოაჩინა, რაც მოულოდნელი იყო როგორც ექსპედიციის წევრებისთვის, ისე ადგილობრივებისთვის.

 

მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი „თეთნულდი“ ქუთაისში ფუნქციონირებს. იგი ოფიციალურად, დაახლოებით, ორი წელია არსებობს, კლუბი, ძირითადად, 7 ადამიანისგან შედგება.

 

კლუბი „თეთნულდი“ რაჭაში ორდღიანი ექსპედიციით მღვიმეების შესასწავლად იმყოფებოდა, სადაც უნიკალური მღვიმე აღმოაჩინეს.

 

მათ მიერ აღმოჩენილ მღვიმეს, როგორც თავად აღწერენ, რამდენიმე პატარა განშტოება და სართულები აქვს. ასევე არის ჭები, თუმცა ჭების დათვალიერება ძირფესვიანად ვერ მოხერდა. მღვიმეში ასევე აღმოჩენილია საინტერესო და იშვიათი სახის ნაღვენთი წარმონაქმნები, რომელთა იდენტიფიცირებაც მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში მათ შესახებაც უფრო ზუსტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.

 

„2004 წელს რაჭაში გვქონდა ექსპედიცია, სადაც გავიცანი და შემდეგ დავმეგობრდი ადამიანთან, რომელიც სულ მეუბნებოდა: წამოდი, კარგ ადგილებს განახებო. ერთ შაბათ-კვირასაც ყველანი შევიკრიბეთ და ჩავატარეთ ექსპედიცია. ჩავედით რაჭაში, იქ გამყოლად  76 წლის ადგილობრივი მურად ცნობილაძე გვყავდა, შემდეგ გავიგეთ, რომ თურმე იმ ადგილსაც მურადის მღვიმე ჰქვია. ეგონა, რომ მალევე დავასრულებდით დათვალიერებას და აღჭურვილობა ქვევით დავტოვეთ და წავედით, მოვიარეთ იქაურობა. უკან როცა გამოვდიოდით, პატარა გადასასვლელი შევამჩნიეთ, რომელიც კარგი განათების გარეშე ცუდად ჩანს. პატარა ნაპრალია და სპეციალურად თუ არ შურჩიე კუთხე, ვერ დაინახავ. დავინტერესდით და დასათვალიერებლად ჯერ მთამსვლელი გიორგი ენუქიძე შევუშვით,“ - განაცხადა კლუბის მეცნიერიმა ირაკლი ჯულაყიძემ.

 

როგორც თავად გიორგი ენუქიძე ამბობს, იქ ჩასულს საოცარი სილამაზე დახვდა. მობრუნებულმა კი მისი თანაგუნგელებიც ჩაიყვანა ახლადაღმოჩენილ მღვიმეში.

 

„მთელს მსოფლიოში მიმოგზაურია, ათასნაირი ფორმის გამოქვაბული გვინახავს, თუმცა მსგავსი - არსად. ინტერნეტშიც კი მოვიძიეთ, მაგრამ მისი მსგავსი ვერ ვნახეთ. მღვიმის ზუსტი სიგრძე არ გაგვიზომავს, მაგრამ დაახლოებით, ოთხსაათნახევარი დასჭირდა მის დათვალიერებას და უკან დაბრუნებას. ანუ საკმაოდ მასშტაბურია. შეგვიძლია, რომ სათაფლიის მღვიმეს შევადაროთ,“ - აცხადებენ კლუბის წევრები.

 

ექსპედიციის წევრების აღწერით, იქ ბურთის ზომის პრიალა სტალაგმიტები დახვდათ, რომლებიც წყლის სიმაღლეზეა განვითარებული. მღვიმის მაქსიმალური სიგანე,დაახლოებით, 5-7 მეტრია, ხოლო სიმაღლე - 45 მეტრზე მეტს შეადგენს, გამოქვაბული კი სამი ჭით ბოლოვდება, რომელიც, დაახლოებით, 15 მეტრის სიღრმისაა.

 

კლუბის წევრების განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიზეზით, მღვიმის დეტალურად შესწავლის შესაძლებლობა არ მიეცათ, თუმცა აცხადებენ, რომ ახალი მღვიმის სათაფლიის მღვიმესთან შედარება შეიძლება.

 

„ჩვენ არ გვქონდა შესაბამისი პირობები, რომ კარგად შეგვესწავლა იქაურობა, განათებაც კი არ გვქონდა რომ ხარისხიანი ფოტოებით მაინც დავბრუნებულიყავით უკან, თუმცა შემდეგში უკვე მობილიზებული და გაძლიერებული შემადგენლობით წავალთ.

 

ისინი ვარაუდობენ, რომ რაჭაში აღმოჩენილი მღვიმე, დაახლოებით, 80 000-დან 100 000 წლამდე შეიძლება იყოს.

 

მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბის წევრები მათ მიერ აღმოჩენილი მღვიმის ზუსტ ადგილს ჯერ არ ახმიანებენ. იმედოვნებენ, რომ სახელმწიფო დაინტერესდება იმ ადგილით და სხვა კლუბებიც დაეხმარებიან მის ძირფესვიანად შესწავლაში.

 

 

 

 

 

 

 

 


 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია