დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„სუყველა დასაჭერია მაგენი...“
„სუყველა დასაჭერია მაგენი...“
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 1950
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე

რას ფიქრობენ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ქუთაისელები

 

ბოლო პერიოდში „ალასანია-ღარიბაშვილის“ თემის განხილვით არის დაკავებული სრულიად საქართველო. მსჯელობენ ყველგან:

 

 

ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებების ქარცეცხლშია გახვეული დღეს ჩვენი ქვეყანა. პროკურატურა კი გამოძიების პროცესშია, საქართველოში მოღვაწე პარტიების ნაწილი, სწორედ პროკურატურის მიერ დადებული ოფიციალური მასალების მოლოდინშია და თავს იკავებენ თამამი განცხადებებისგან, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ, ან პირიქით - მხარს უჭერენ ალასანია-ღარიბაშვილის ირგვლივ დატრიალებულ მოვლენებს.რას ფიქრობენ ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ქუთაისში?

 

დავინტერესდით და გამოკითხვა ჩავატარეთ პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებს შორის:

 

ნატო ქათამაძე, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, ქუთაისის საკრებულოს წევრი: „მე პატივს ვცემ როგორც ალასანიას, ასევე პრემიერის გადაწყვეტილებას. ალბათ, ორივე მათგანმა მათთვის საჭირო გადაწყვეტილებები მიიღეს. ვერც ერთ მათგანს ვერ განვსჯი. რაც შეეხება „თავისუფალ დემოკრატებს“, მათთან ბევრი წლის მეგობრობა მაკავშირებს, ერთად უამრავი რამ გამოვიარეთ და არ ვიქნები მართალი, გავაკრიტიკო მათი საქციელი. ვერც ვერანაირ დასკვნას ვერ გამოივიტან მიმდინარე მოვლენებიდან, რადგან გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და ოფიციალურად არ არის დასკვნა გაკეთებული, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ერთი კია, პროკურატურის საქციელი, ალასანიას გუნდის წევრების დაკავება მისი აქ არყოფნის დროს, როგორც ფორმა, მაინცდამაინც არ არის ლამაზი, მაგრამ მეორე საკითხია - საჭიროება. პროკურატურა  თუ ჩათვლის სწორად, რომ ვინმე დასაჭერია და სისრულეში მოიყვანს მის გადაწყვეტილებას, ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს მის კომპეტენციაში ჩავერიოთ. სანამ საბოლოოდ არ დაიდება მტკიცებულებები, ზეპირსიტყვიერად ვერ გამოვიტანთ დასკვნებს. „თავისუფალ დემოკრატებთან“ წლების ურთიერთობა მაკავშირებს  და დღევანდელი მდგომარეობით არანაირად არ შემცვლია მათდამი განწყობა, რა იქნება მომავალში, მას დრო გვიჩვენებს.“

 

გოგი წულაია, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე: „ძალიან ცუდი რამ ხდება ქვეყანაში. სერიოზულ კრიზისშია საქართველო, ჩვენი ხელისუფლების შემადგენლობა კი სრულად ვერ ასახავს რეალობას. ამ ყველაფრიდან ერთადერთი გამოსავალია ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რაც განმუხტავს ამ კრიზისს. ის, რაც პროკურატურამ გააკეთა, არასწორი ფორმა იყო, ხოლო ღარიბაშვილის საქციელი ალასანიამ მაინც სათავისოდ გამოიყენა, თავი გადააყენებია და თვითონ კი დაჩაგრულად გამოვიდა ამ სიტუაციიდან შეაშფოთა მთელი ევროპა. დრო გვიჩვენებს, რამდენად სწორი გადაწყვეტილებები მიიღეს როგორც პრემიერმა, ისე ალასანიამ.“

 

 

***

 

თამარ ჩუბინიძე: „პრემიერმა ალასანიას გათავისუფლებით მართალი გადაწყვეტილება მიიღო. თავის დროზე თვითონ უნდა გადამდგარიყო ალასანია. რომ ჩამოვიდა საქართველოში მას, ყვირილის ნაცვლად, ხელი უნდა შეეწყო გამოძიებისთვის. თუმცა, ჩამოსვლისთანავე ერთი ამბავი ატეხა და მთავრობას დაუწყო გაკრიტიკება. იქნებ, მართლაც დააშავეს მისი გუნდის წევრებმა, უნდა გაეგო ჯერ  სიმართლე  და  მერე  აყვირებულიყო.  მინისტრის  პირდაპირი მოვალეობაა სიმართლის დადგენა. ამ შემთხვევაში კი, ირაკლი ალასანიამ არასწორი რეაგირება მოახდინა და შედეგსაც ვხედავთ.“

 

ამირან გონგაძე: „ალასანია, როგორც პოლიტიკური ფიგურა, მე ძალიან მომწონდა და დანარჩენი მთავრობამ იცის, რა როგორ უნდა გააკეთოს. მიმაჩნია, რომ პრემიერმა სწორი გადაწყვეტილება არ მიიღო. უფრო უმტკივნეულოდაც შეიძლებოდა ამ ყველაფრის ჩაწყნარება, მაგრამ ღარიბაშვილმა სპონტანურად იმოქმედა, ალასანია ასე ერთი ხელის მოსმით არ უნდა გადაეყენებია.“

 

ბადრი ყიფიანი: „ნამდვილად არ მომეწონა პრემიერის საქციელი, მაგის გაშვებას, ჯობდა, ბესელია გაეშვა, იგია „პრისტუპნიკიც“ და ოხერიც. საერთოდ არ მომწონს მე მაგენი. ალასანია თვითონ რატომ გადადგებოდა, ამხელა პოსტზე იყო და... ერთნაირი ოხრები არიან ყველანი. ამ მთავრობაში არცერთი კადრი არ მომწონს, მაგრამ ყველას მაინც ალასანია მერჩივნა და ისიც მოხსნეს. შიგნით არ ინდობენ მაგენი ერთმანეთს და გაჭირვებულ ხალხს დაინდობენ?“

 

გია ბარნაველიძე: „თვითონ უნდა წამოსულიყო ალასანია თანამდებობიდან, მაგრამ მაინც იმედი ჰქონდა, ალბათ, რომ გამოძვრებოდა ამ სიტუაციიდან. ეგონა, შერჩებოდა მთავრობის ლანძღვა? პრემიერმა ძალიან ს წორი გადაწყვეტილება მიიღო.“

 

ომარ შალამბერიძე: „არცერთი არ მომწონს მე მაგენი, „ნაციონალები“,       „ოცნება“, სულ ერთი ხალხია. აფირისტობენ და ხალხს თვალებს უხვევენ. მე, პირადად, არცერთის არ მჯერა. ერთი კია, პროკურატურას არ უნდა დაეჭირა ალასანიას ხალხი მის აქ არყოფნაში და მერე ვერც ვერაფერს იტყოდა ალასანია. ახლა კი, ეს ერთადერთი მიზეზი აქვს ხელზე დახვეული და მაგით იმართლებს თავს.“

 

ვალერი შათირიშვილი: „ალასანია მაშინ იყო დასაჭერი, სამხედროები რომ მოწამლა. მაგან სულ დააგლახავა მთელი ქვეყანა. პრემიერმა ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ირაკლი ალასანიას გათავისუფლებით. უფრო სწორი კი, მისი დაჭერა იქნება. სუყველა დასაჭერია მაგენი.“

 

რომან მიქაძე: „ძალიან რთული სიტუაციაა. მე მგონია, რომ ღარიბაშვილმა არასწორი დაგადაწყვეტილება მიიღო, დალოდებოდა პოლიტსაბჭოს და მერე გაეთავისუფლებინა ალასანია, მოვლენებს დაასწრო. მიჭირს ლაპარაკი, არავინ იცის, ვინ რა თამაშს თამაშობს ბინძურ პოლიტიკაში.“

 

ავთანდილ ჟორჟოლიანი: „ალასანია არაკაცურად მოიქცა. ჩვენ ის იმიტომ ავირჩიეთ, რომ ხალხს უნდა ემსახუროს. მას სახელმწიფოში იმხელა თანამდებობა ეკავა, რომ არ შეიძლებოდა, ასე ერთი ხელის მოსმით დაენგრია ყველაფერი.  ძალიან სწორი და დროული იყო პრემიერის რეაგირება. ზუსტადაც უნდა გადაეყენებინა ალასანია. პატარა ბავშვივით რომ გამოვიდა და გალანძღა ხელისუფლება, ასე ვის გაუგია. ვინც გასაშვებია, უნდა გაუშვან, დასაჭერი კი - აუცილებლად უნდა დაიჭირონ და ალასანია კი, ნამდვილად არის ციხეში ყოფნის ღირსი.“

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია