დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დამჯერე-მარიონეტი ბიჭები ისევ აკაკანდნენ...
დამჯერე-მარიონეტი ბიჭები ისევ აკაკანდნენ...
ავტორი: დემურ გიორხელიძე
სულ ნანახია 1847
ავტორი:
დემურ გიორხელიძე
მსგავსი სიახლეები

დამჯერე-მარიონეტი ბიჭები ისევ აკაკანდნენ:


„მორატორიუმი უნდა მოვხსნათ მიწის უცხოელებზე გაყიდვაზე, განუკითხავად უნდა გავყიდოთ ყველაფერი, თორემ, - არიქა (?!), ინვესტორები უარს ამბობენ საქართველოში ფულის ჩადებაზეო!


ჯერ მიწა - მერე ინვესტიციებიო!?


(ესენი ინვესტორები კი არა, დედა...ლი ოსტაპ ბენდერები არიან და მათი ადგილი არ არის საქართველოში).


აშშ-ს ელჩი ნორლანდიც რომ „წაეხმარათ“ - ეს მენტორი!


ტყუილი!


სად არსებობს ნორმალური ქვეყანა, მიწას უცხოელი თავისუფლად ყიდულობდეს! აშშ-ში უცხოელებზე (ძირითადად ინგლისელებზე და სხვა დასავლელ-ევროპელებზე) გაყიდულია მხოლოდ მიწის 1%.


62%-ზე მეტი მიწა აშშ-ში სახელმწიფოს ხელშია!


მაპატიეთ და... რას „გვადურაკებენ?!“


ეს მახინჯი და მავნებლური ინიციატივები თანადაფინანსების ფონდის პრეზენტაციის დღეს გაისმა ენერგიულად და ფონდის საქმიანობის დაწყებას დაუკავშირდა!


გახვრეტილ შაურად არ ღირს ეს ფონდი, თუ მის საქმიანობას საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების განუკითხავად გაყიდვა მოჰყვება. საქართველოს გაღარიბებულ მოსახლეობას არ შესწევს უნარი შეისყიდოს საკუთარი ქვეყნის მიწები, - ერთ-ერთი მიზანი, ჩვენი ხალხის ხელოვნურად დაძაბუნებისა და გაღარიბებისა სწორედ ეს იყო - საკუთარ ქვეყანაზე დააკარგვინონ კონტროლი!


საქართველოს პარლამენტის წევრებს მართებთ ელემენტარული პასუხისმგებლობის გამოჩენა... თუ არ უნდათ დედადაწყევლილ და დედააფეთქებულ ადამიანებად იქცნენ, რომლებსაც პასუხი აუცილებლად მოეთხოვებათ და... ძალიან მკაცრადაც!


სწორი და ცივილიზებული რეგულაციები და შეზღუდვები ამ მიმართულებით აუცილებელია. ასეთ შეზღუდვებზე უხვმიწიანი ქვეყნებიც კი მიდიან და ჩვენ ვალდებულნი ვართ საკუთარი უმნიშვნელოვანესი და სასიცოცხლო რესურსს გავუფრთხილდეთ...


ბინადრობის ცენზი უცხოელებისათვის, ვისაც მიწის შესყიდვა უნდა საქართველოში და კანონით მიწის იმ ფართობის ოდენობის განსაზღვრა (3%), 5% ანდა სხვა), რომლის გასხვისებაც შესაძლებელი იქნება უცხოელებზე.



აზრზე მოდით!


საკუთარ კეთილდღეობას და უბადრუკ კარიერას საკუთარი ქვეყნის გაყიდვის ხარჯზე ნუ უზრუნველყოფთ!

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია