დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფოტოკონკურსი „ილო 2014“ დაიწყო!
ფოტოკონკურსი „ილო 2014“ დაიწყო!
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1892
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ილო“ 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება ქუთაისში. ფოტოკონკურს „ილოს“ ორგანიზებას ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს. ფოტოკონკურსი ქუთაისელი კოლორიტის, ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს, რომლის ფოტოატელიეც ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ცხოვრების ერთგვარი მემატიანე იყო.


საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ილო“ 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება ქუთაისში. ფოტოკონკურს „ილოს“ ორგანიზებას ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს. ფოტოკონკურსი ქუთაისელი კოლორიტის, ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს, რომლის ფოტოატელიეც ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ცხოვრების ერთგვარი მემატიანე იყო.

 

ფოტოკონკურს „ილოს“ მიზანია, გამოავლინოს ნიჭიერი ფოტოგრაფები და სტიმული მისცეს ქუთაისში ფოტოხელოვნების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ ფოტოგრაფებს. კონკურსში გამარჯვებულთათვის - I, II და III ადგილის მფლობელებისთვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები.

 

2011 წლიდან ფოტოკონკურს „ილოს“ ახალი ნომინაცია „ხალხის სიმპატია“ დაემატა, რომლის გამარჯვებულიც სოციალურ ქსელ  www.facebook.com-ზე მერიის კულტურის, სპორტის, განათლების,  ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის გვერდზე განთავსებული სურათების მოწონებათა რაოდენობით გამოვლინდება. იმავე წლიდან ტრადიციად იქცა კონკურსში შემოსული ნამუშევრებით მომავალი წლის კალენდრის გამოცემა.

 

წლევანდელი ფოტოკონკურსის სიახლე დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ 2014 წელი ქართველ და ებრაელ ხალხს შორის 26 საუკუნოვანი მეგობრობის აღნიშვნის წლად არის გამოცხადებული. ილო ხახიაშვილი თავისი კოლორიტული ფოტოატელიეთი, სადაც მთელი ქუთაისი იყრიდა თავს, ათწლეულების მანძილზე ერთგვარი ხიდი იყო ამ ორ მეგობრულ ერს შორის. სწორედ აქედან გამომდინარე, ფოტოკონკურს „ილოს“ წელს დაემატა რუბრიკა „ებრაული ფერები ქართულ პალიტრაზე“, რომლის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ის ფოტონამუშევრები, რომლებიც ქართულ სინამდვილეში, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, არქიტექტურასა თუ ადამიანურ პორტრეტებში ებრაელი ერის დამახასიათებელ ხასიათსა და კოლორიტს წარმოაჩენენ ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების და მედიუმის საშუალებით.

 psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია