საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ქუთაისის მერიამ ხიდზე სამუშაოების დასასრულებლად სხვა კომპანია დაიქირავა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1282
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

ქუთაისში რუსთაველის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. სამუშაოებს კომპანია „ჯეო კონსტრუქცია“ ასრულებს. კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს უშუალოდ კურირებს, აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, მერია კომპანიას შესრულებული სამუშაოებისთვის რამდენს გადაუხდის.

 

როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნავს, ხიდზე შესასრულებელი სამუშაოებისთვის მერიამ რამდენიმე კომპანიას მიმართა. სამუშაოების შესრულებაზე თანხმობა „ჯეო კონსტრუქციამ“ განაცხადა, რომელიც ხიდის რეაბილიტაციას წინა ხელშეკრელუბიდან დარჩენილი 106 000 ლარით დაასრულებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიასთან ხელშეკრულება ამ დროისთვის გაფორმებული არ არის, ხიდზე  სარეაბილიტაციო სამუშაოები ორი დღეა მიმდინარეობს. ბასილაძის განცხადებით, ხელშეკრულება 23 ოქტომბერს გაფორმდა, სამუშაოების მალე დასრულების მიზნით კომპანია დაკისრებული მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

 

„ჯეო კონსტრუქციამ“ სამუშაოები 45 დღეში უნდა დაასრულოს.

 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის ხიდის რეაბილიტაციისთვის მერიამ რამდენიმე თვის წინ ხელშეკრულება შპს „გეგი“-სთან გააფორმა, თუმცა კომპანიამ პირობები დაარღვია, რის გამოც  მერიამ კომპანიასთან სასამართლო დავაში შევიდა და ვადაგადაცილებისთვის „გეგის“ 163 000 ლარს ედავება.

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია