დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საჯარო სექტორში დასაქმებულთა თანამდებობრივი სარგოს ზრდა მომავალ წელს არ იგეგმება
საჯარო სექტორში დასაქმებულთა თანამდებობრივი სარგოს ზრდა მომავალ წელს არ იგეგმება
სულ ნანახია 1971
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული არ არის საჯარო სექტორში დასაქმებულთა თანამდებობრივი სარგოების ზრდა.

 

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს პედაგოგთა ხელფასების გაზრდისა და მოწესრიგებაზე, რაც ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის პარლამენტისათვის წარდგენის დროს აისახება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ვაუჩერული დაფინანსებისათვის გათვალისწინებულ ასიგნებებში.

 

„ზემოაღნიშნულის მიუხედავად 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში შრომის ანაზღაურების მუხლისათვის გათვალისწინებული ოდენობა 2014 წელთან შედარებით გაზრდილია 54.0 მლ ლარით. აღნიშნული გამოწვეულია შემდეგი მიზეზით:

 

საბიუჯეტო სისტემის მარეგულირებელი ნორმები იძლევა შესაძლებლობას საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის მიმდინარე ხარჯების დაფარვის მიზნით გამოყოფილი ასიგნებები გათვალისწინებული იქნეს ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „სუბსიდიის“ მუხლში.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირების დიდი ნაწილისათვის აღნიშნული ნორმა გამოიყენებოდა და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში მათი დაფინანსება წარმოდგენილი იყო მხოლოდ სუბსიდირებით და არ ასახავდა მათ მიერ დასაქმებულ მომუშავეთა რიცხოვნობას და მათთვის გაწეულ შრომის ანაზღაურებას.

 

საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში ყოველწლიურად უმჯობესდება საჯარო ფინანსების აღრიცხვის მექანიზმები, შესაბამისად მიზანშეწონილად ჩაითვალა 2015 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების გადასახდელების დაგეგმვა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლების მიხედვით და მათ მიერ დასაქმებულთა ასახვა წლიური ბიუჯეტის კანონში.

 

მაგალითად: ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ სხვადასხვა თეატრებში, მუზეუმებში, ანსამბლებსა და კულტურის სხვა დაწესებულებებში დასაქმებულია და ხელფასს იღებს კულტურის მოღვაწეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა და შესაბამისი ტექნიკური პერსონალი. მათი შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხა ზემოაღნიშნულის გათალისწინებით წლების მანძილზე გაიწეოდა „სუბსიდიის“ მუხლიდან და ამ დაწესებულებებში დასაქმებული პირები არ შედიოდნენ ბიუჯეტის კანონით შესაბამისი სამინისტროსათვის გათვალისწინებულ მომუშავეთა რიცხოვნობაში.

 

2015 წლის ბიუჯეტის პროექტში კი მოხდა ამ საშტატო ერთეულების მომუშავეთა რიცხოვნობაში გათვალისწინება და მათი შრომის ანაზღაურებისათვის საჭირო რესურსების გათვალისწინება „შრომის ანაზღაურების“ მუხლში ნაცვლად „სუბსიდიის“ მუხლისა, რის გამოც სამინისტროს რიცხოვნობა 2014 წლის ბიუჯეტით დამტკიცებულ ოდენობასთან შედარებით გაზრდილია 6067 ერთეულით, ხოლო შრომის ანაზღაურების ფონდი 47.0 მლნ ლარით და აღნიშნულის ხარჯზე შემცირებულია სამინისტროს ბიუჯეტის პროექტით „სუბსიდიის“ მუხლში გათვალისწინებულო ოდენობა,“ - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

 

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ჯამურად მომუშავეთა რიცხოვნობა 2014 წლის დამტკიცებულ მოცულობასთან მიმართებაში გაზრდილია 4460 ერთეულით, ხოლო შრომის ანაზღაურების ფონდი 54.0 მლნ ლარით.

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია