დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე პალმებმა ხმობა დაიწყო
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1573
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

აღმაშენებლის გამზირზე საგანგებოდ დარგულმა, უნიკალური ჯიშის   პალმებმა   ხმობა   დაიწყო.     რამდენიმე  მარადმწვანე   მცენარე უკვე დაზიანებულია. მოსახლეობა პალმების ხმობას არასათანადო მოვლას უკავშირებს, როგორც აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრებნი აღნიშნავენ, გასულ ზამთარს ხეები დროულად არ შეიფუთა და არც ზაფხულში მომხდარა პალმების მორწყვა.

 

„მთელი ზაფხული ვხედავდი, რომ პალმები არ მორწყულა, ადგილობრივ თვითმმართველობას კი ეს პრობლემა პრობლემად არ მიაჩნია, თორემ ზაფხულში ერთხელ მაინც მოირწყვებოდა. დაახლოებით, 5-7 პალმაა გამხმარი, რამდენიმე კი საერთოდ ამოღებულია მიწიდან,“ - აღნიშნავს აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრები ნანა მაკარიძე.

 

ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ თვითმმართველობა მცენარეების ხმობას, გადატვირთულ მოძრაობას და მანქანების გამონაბოლქვს უკავშირებს.

 

პალმების ხმობა უყურადღებობით რომ მოხდა, არ ადასტურებენ ქუთაისის მერიაში. როგორც კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე აღნიშნავს, აღნიშნული პრობლემა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ცნობილია და გამხმარი პალმების ახალი ნარგავებით შეცვლა 2015 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

 

აღმაშენებლის გამზირზე პალმების ხეივანი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გაკეთდა. აღნიშნულ ადგილზე ნეკერჩხლების ამოძირკვას და მათ ნაცვლად პალმების დარგვას საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

 

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია