დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
პროექტი „ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს“
პროექტი „ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს“
სულ ნანახია 1810
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

პროექტი „ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს“ საქართველოს 5 მუნიციპალიტეტსა და 50 სოფელში სამოქალაქო განვითარების სააგენტოს „სიდა“-ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.   იმერეთის მხარეში პროექტის პარტნიორი ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრია. პროექტი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ქართველი მიგრანტების უფლებების დაცვა და მათი   ინფორმირებულობის დონის გაზრდაა. 

 

 

პროექტის  ფარგლებში გახსნილია საკონსულტაციო ცენტრები როგორც სოფლებში, ასევე თურქეთსა და საბერძნეთში. ამ ცენტრებში მოქალაქეებს შეუძლიათ, მიიღონ სხვადასხვა სახის მომსახურეობა. კერძოდ, მიგრაციასთან, მოქალაქეობასთან, ქონებრივ და ადამიანის ძირითად უფლებებთან დაკავშირებით კონსულტაციებს  პროფესიონალი იურისტები უწევენ.  საჭიროების შემთხვევაში საგანგებო საკითხებზე ხდება შესაბამის კომპეტენტურ  სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაციებთან ოპერატიული გადამისამართება.

 

პროექტი პოტენციურ შრომით მიგრანტებს ლეგალურად მუშაობის დაწყებაშიც უწევს დახმარებას და პერიოდულად ბენეფიციარებს ამ ორ ქვეყანაში არსებულ ვაკანსიებსაც აცნობს. 

 

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს, პროექტის „ინდივიდუალური დამხარება ქართველ მიგრანტებს“ ფარგლებში, 42-მა ბენეფიციარმა მომართა, რომლებსაც მიგრაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის პრობლემები შეექმნათ. როგორც პროექტის რეგიონალური კოორდინატორი  იმერეთის მხარეში  თეა შელია ამბობს, მომართვიანობა უფრო მეტია, თუმცა, მოქალაქეები, სხვადასხვა მიზეზების გამო, თავიანთ ვინაობას მალავენ და არ სურთ ბაზაში მათი მონაცემების დაფიქსირება.

პროექტის ერთ-ერთი მიზანია პოტენციურ მიგრანტებს ლეგალურ და არალეგალურ მიგრაციას შორის განსხვავებები, დადებითი და უარყოფითი მხარეები დაანახოს. სწორედ ამ მიზნით, ზაფხულში დაიწყო კამპანია   „ქალი და მიგრაცია“. პირველ ეტაპზე სოფლის კონსულტანტებისათვის და რეგიონული პარტნიორებისათვის ჩატარდა „პირველი ნაბიჯის“ ტრენინგები.  ანალოგიური ტრენინგები თავად ტრენინგის მონაწილეებმა თავიანთ სამიზნე აუდიტორიებთან ჩაატარეს. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ფილმი  „პირველი ნაბიჯი“, ანუ რა უნდა იცოდეს თურქეთსა და საბერძნეთში წასვლის მსურველებმა“. 

 

 

თეა შელია: „ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით,  ფილმის - „პირველი ნაბიჯის“ სახელმძღვანელო, ანუ რა უნდა იცოდეს საბერძნეთსა და თურქეთში გამგზავრების მსურველებმა“ - ჩვენება ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  გაიმართა.

 

ფილმში წარმოდგენილი იყო ყველა ის ძირითადი საკითხი და პრობლემა, რომელიც თურქეთსა და საბერძნეთში მიგრანტებს შეიძლება შეექმნათ, ასევე კონკრეტული ისტორიები, რომელიც ლეგალურ და არალეგალურ მიგრანტებს გადახდათ თავს. ფილმის ჩვენების შემდეგ მიგრაციის საკითხებზე გაიმართა დისკუსია. დამსწრეთა შეკითხვებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ნუგზარ კოხრეიძე პასუხობდა.“

 

ფილმმა თითქმის მთელი იმერეთი მოიარა, ის 12 სოფელში აჩვენეს და ჩვენებების შემდეგ ყველა შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა. ეს დისკუსიები ყველაზე უკეთ აჩვენებდა, რეალურად რა ტიპის პრობლემებია მიგრაციასთან დაკავშირებით და რამდენად მნიშვნელოვანია  მთელი რიგი საკითხების მოგვარება.

 

თეა შელია: „პროექტის მთავარი კომპონენტი ბენეფიციარების კონსულტირებაა, იმ შეკითხვებს, რომლებსაც ისინი სვამენ, ჩვენ სამოქალაქო განვითარების სააგენტოში ვაგზავნით და ამ ორგანიზაციის იურისტები კომპეტენტურ პასუხებს გვაწვდიან. ამის გარდა, საქართველოდან თურქეთსა და საბერძნეთში ემიგრირების მსურველ მოქალაქეებს პროექტი სთავაზობს შემდეგ დახმარებას: კონსულტაციებს და ტრენინგებს თურქეთსა და საბერძნეთში შრომითი მიგრაციის სამართლებრივ და პროცედურულ მხარეებზე, ცხოვრების პრაქტიკულ დეტალებზე, საჭირო ორგანიზაციებზე და ა.შ, რაც ბენეფიციარების მიერ წასვლა-არწასვლის შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას შეუწყობს ხელს; დახმარებას თურქეთსა და საბერძნეთში სეზონური  თუ სხვა სახის ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების მოძიებასა და განაცხადის წარდგენაში; ასევე დახმარება თურქეთსა და საბერძნეთში შრომითი მიგრაციისათვის საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწაში, გადამზადებაში.

 

პროექტის ცნობადობის ხარისხის ასამაღლებლად ხშირად იმართება სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო კამპანიები, თუმცა, ჩვენ გვინდა, რომ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს ამ პროექტის არსებობის შესახებ. ამიტომ დაინტერესებულმა პირებმა ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ მისამართზე:  

 

ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი; გრიშაშვილი ქ. მე-4 შეს. ?3, T:(0431) 25 13 30;

რეგიონული კოორდინატორი:  

 თეა შელია  -  (0431) 25 15 30;

ან  იხილეთ  ვებ-გვერდი:  

 

www.migrant.ge

 

 

პროექტი „ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს“ ინიცირებულია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს - „სიდა“-ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება საქართველოს 5 რეგიონში - შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა. იმერეთში პროექტის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია