დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მკურნალობისთვის მიღებული თანხა აღარ დაიბეგრება
სულ ნანახია 1617
ავტორი:

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის. მისი მიზანი, როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, საქველმოქმედო საქმიანობის მხარდაჭერაა.

 

ცვლილების თანახმად, ყველა ბენეფიციარი, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში მკურნალობის ან/და სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიიღებს სარგებელს და დახმარებას, თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.

„ამასთან, აღნიშნული სარგებლის თანხა არ გაითვალისწინება ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში და, შესაბამისად, ამ ნაწილში თავისუფლდება ქონების გადასახადისგან,“ - განმარტავს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

მინისტრი იმედოვნებს, რომ ინიციატივა ხელს შეუწყობს საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში უფრო მეტი თანხის მიმართვას და მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ჩვენი იმ თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ისედაც დიდი სოციალური დანახარჯების წინაშე დგანან.

 

აღნიშნული დებულებების მოქმედება გავრცელდება 2015  წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

 

bpi.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია