საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ქუთაისში პარლამენტის დარჩენის მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნა
ქუთაისში პარლამენტის დარჩენის მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნა
სულ ნანახია 965
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

საქართველოს მთავრობის მიერ კონსტიტუციის 48-ე მუხლის დარღვევას ქუთაისში ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის „დაიცავი კონსტიტუციის 48-ე მუხლის“ შექმნით აპროტესტებენ.

საქართველოს პარლამენტის ქუთაისში დასარჩენად ორგანიზაცია აქტიურ მუშაობას იწყებს. როგორც  ორგანიზაციის წევრები აღნიშნავენ, ქვეყნის თანაბარი განვითარების პირობა საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში ფუნქციონირებაა.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანო სხდომებს ქუთაისში თვეში მხოლოდ 6 დღეს მართავს. ქუთაისისთვის პარლამენტის მნიშვნებლობასა და აუცილებელობაზე სასაუბროდ „კონსტიტუციის 48-ე მუხლი“ ახალგაზრდებთან და თემატურ ჯგუფებთან შეხვედრას არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ რაიონებშიც გეგმავს. პირველი შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტში გაიმართება.

 

„როგორც საზოგადოებას მოეხსენება, პარლამენტი ნაწილობრივ გადავიდა თბილისში, რის გამოც  დაირღვა კონსტიტუციის 48-ე მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია, რომ საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქუთაისი და საკანონმდებლო ორგანოს გადატანა მხოლოდ საომარი ვითარების დროსაა ნებადართული. სამწუხაროდ, თურმე დეპუტატების კრიტიკას მოუწესრიგებელი ქუთაისი იწვევს, რის გამოც დელეგაციების მიღება უჭირთ. ამ ყველაფრით კი შეურაცხყოფას გვაყენებენ. ხშირად უთქვამთ, რომ თბილისი-ქუთაისის გზა იყო დამღლელი და ხარჯს წარმოადგენდა. სამაგიეროდ, ბევრად მეტი ხარჯი გაიღეს თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის რემონტზე. მოვუწოდებთ დეპუტატებს, ნუ დაარღვევენ კანონს, საზოგადოებას კი ჩვენს კამპანიაში ჩართვისკენ მოვუწოდებთ, რადგან პარლამენტი ქუთაისისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ლიბერალური კლუბის“ დამფუძნებელმა ქეთი ბერძენიშვილმა. 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია