დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ინფლაცია 13.7%-მდე გაიზარდა
ინფლაცია 13.7%-მდე გაიზარდა
სულ ნანახია 1600
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

წლიური ინფლაციის დონე, იანვარში არსებული 12.3%-დან, თებერვალში 13.7%-მდე გაიზარდა, რისი ძირითადი მიზეზიც სურსათზე და ტრანსპორტზე ფასების ზრდა გახდა, იტყობინება „საქსტატი“ 11 მარტს გამოქვეყნებულ მონაცემებში.

 

სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 2011 წლის თებერვალში, შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28.4%-ით გაიზარდა, ხოლო 2011 წლის იანვართან შედარებით - 6%-ით. „საქსტატის“ მონაცემებით, თებერვალში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების წილმა წლიურ ინფლაციაში 11.7% შეადგინა.

 

საწვავზე ფასები თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 5.2%-ით გაიზარდა; ხოლო ფასების წლიურმა ზრდამ ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე 9.6% შეადგინა.

ფასების შემცირება დაფიქსირდა საკომუნიკაციო მომსახურეობაზე. ამ სექტორში, შარშანდელ თებერვალთან შედარებით, ფასები 7%-ით შემცირდა.

 

 

civil.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია