დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მოქალაქეებს დაუბეგრავი მინიმუმი 2015 წელსაც დაუბრუნდებათ
სულ ნანახია 1610
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დაუბეგრავი მინიმუმის თანხა უკან 470 ათასზე მეტ მოქალაქეს დაუბრუნდა და თანხის ოდენობა, ჯამში, 31 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. როგორც უწყების პრესსამსახურში  აცხადებენ, დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 2015 წელსაც განხორციელდება.

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ?996 ბრძანებით, განსაზღვრულია ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და თანხის დაბრუნების წესი (მუხლი 392).

 

2015 წელსაც დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება განხორციელდება ზემოაღნიშნული რეგულაციებით განსაზღვრული წესითა და პირობებით. ამასთან, ისევე როგორც 2014 წელს, 2015 წელსაც ბიუჯეტის შემოსულობების დაგეგმვა ხორციელდება დაუბეგრავი მინიმუმის სახით დასაბრუნებელი თანხის გამოკლებით, როგორც იყო მიმდინარე წელს: თუ პირის მიერ 2014 წელს მიღებული დასაბეგრი ხელფასი არ აღემატება 6000 ლარს, უფლება ექნება 2015 წელს გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი 1800 ლარი და მოითხოვოს აღნიშნულზე გადახდილი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნება. კერძოდ, თუ პირის მიერ 2014 წელს ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი 1800-დან 6000 ლარია, მოცემულ შემთხვევაში, უფლება ექნება დაიბრუნოს 360 ლარი, ხოლო თუ 1800 ლარამდეა, მოცემულ შემთხვევაში, დაბრუნებას ექვემდებარება კონკრეტული თანხის 20 პროცენტი. ისე როგორც მიმდინარე წელს, 2015 წელსაც მოსახლეობას დამატებით ეცნობება როდიდან ექნებათ საშუალება შეავსონ ელექტრონული დეკლარაცია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. პირის მიერ წარდგენილი დეკლარაცია მისი პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახება ავტომატურად, დეკლარაციის რეგისტრაციის დღე, რის შემდეგაც, თანხის დაბრუნების მიზნით, 3 თვის ვადაში საგადასახადო ორგანო სახაზინო სამსახურს უგზავნის შესაბამის საგადახდო დავალებას, რომელიც სრულდება 10 სამუშაო დღეში,“ - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

 

 

cr.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია