დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სად იმალება თქვენი სიმდიდრის საიდუმლო?
სად იმალება თქვენი სიმდიდრის საიდუმლო?
სულ ნანახია 1763
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

გსურთ გაიგოთ, რა გზებით შეიძლება სიმდიდრე მოვიდეს თქვენთან? ძველი ჩინური ტესტი გვასწავლის, როგორ მივაღწიოთ წარმატებას და გავიუმჯობესოთ ფინანსები. 


დააკვირდით ყურადღებით სურათს. არ იჩქაროთ, მაგრამ არც ძალიან დიდხანს იფიქროთ, აირჩიეთ სიმდიდრის ერთ-ერთი თილისმა - 16-დან ერთი და წაიკითხეთ შედეგები.


1. თქვენი გზა სიმდიდრისკენ იმ პროფესიაზე გადის, რომელსაც შეუძლია გაგხადოთ ცნობილი და სახელგანთქმული. იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, აუცილებელია მუდამ იზრუნოთ საკუთარ გარეგნობაზე და დაიხვეწოთ გემოვნება. შესაძლოა, ჟურნალისტიკამ, სილამაზის სალონმა, სამკაულებით, ტანსაცმლით ვაჭრობამ გაშოვნინოთ ფული.

 

2. გამდიდრებაში თქვენ მხოლოდ საკუთარი თავი დაგეხმარებათ, კერძოდ კი, თქვენი იდეები, განსჯის უნარი და ლოგიკა. თქვენ უნარი შეგწევთ, მოიფიქროთ ახალი სისტემა ან წარმატებით „შეაკეთოთ“ ძველი. თქვენი გონება რაციონალურია. ამიტომაც კარგი იქნება, თუ ფინანსურ, იურიდიულ ან სამეცნიერო სფეროში მოსინჯავთ ძალებს. საღად და თავისუფლად აზროვნება შეგიძლიათ. ნუ მოგერიდებათ საკუთარი თავის წარმოჩენის.

 

3. თქვენი სიმდიდრის გასაღები რწმენაშია, ღრმასა და ძლიერში. უნდა გჯეროდეთ საკუთარი ძალების, იმის, რასაც აკეთებთ და გარშემომყოფებიც დააჯეროთ ამაში. თქვენთვის იდეალური სამუშაოა ის, რომელიც ადამიანების დახმარებისკენ არის მიმართული, მაგალითად: ექიმი, პედაგოგი, მღვდელი.

 

4. სიმდიდრისკენ მიმავალი თქვენი გზა კოლექტიურ სამუშაოშია. მნიშვნელობა არ აქვს, ოფისში იმუშავებთ, სახლში თუ საკუთარი ბიზნესის მმართველი იქნებით, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, რომ გვერდით გყავდეთ საიმედო ადამიანი, მეუღლე, ბავშვობის მეგობარი ან, უბრალოდ, ის ადამიანი, ვინც მხარს უჭერს თქვენს იდეებს და მათ განხორციელებაში სიამოვნებით გეხმარებათ.

 

5. სიმდიდრისკენ თქვენი გზა სახლის სიმყუდროვეზე გადის. ამაში შედის - სხვადასხვა კერძის მომზადება, სამზარეულოს ტექნიკა და სახლის რემონტი. შეგიძლიათ იყოთ მაღაზიის ან კაფეს მეპატრონე, ივაჭროთ ბაღის ინვენტარებით ან მცენარეებით.
6. სიმდიდრეს და კეთილდღეობას მხოლოდ აქტიური ქმედებით მიაღწევთ. თქვენთვის ყოველთვის აქტუალური იქნება სიტყვები „მოძრაობაა - სიცოცხლე“. თქვენი პროფესია მოგზაურობებსა და მივლინებებს უნდა მოიცავდეს ან სპორტის რომელიმე სახეობას. თუ ასეთი სამსახური არ გაქვთ, ჰობი მაინც უნდა გქონდეთ მსგავსი. იმოქმედეთ!

 

7. სიხარბე - ეს არის თქვენი სიმდიდრის გასაღები. თუმცა ცუდად ნუ გაიგებთ. ეს ცხოვრებაზე, ამქვეყნიურ სიამოვნებებსა და გართობაზე დახარბებაა. კარგი იქნება, თუ საქმედ გაიხდით რომელიმე გასართობ სფეროს. სამსახური და ყოველდღიური ყოფა სიამოვნებასა და სიხარულს უნდა განიჭებდეთ იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ.

 

8. სიმდიდრისკენ მიმავალი გზა თქვენთვის დღესასწაულებზე გადის. კარგად გამოგდით საბავშვო ზეიმების მოწყობა, ფოტოგრაფობა, დღესასწაულების ორგანიზება და მუსიკოსობა. ასევე, თქვენგან კარგი მხატვარი-გამფორმებელი, დიზაინერი ან ფლორისტი გამოვიდოდა. შესანიშნავად გაართმევდით თავს ტურისტული აგენტის მოვალეობებსაც. თქვენთვის აუცილებელია მოვლენებით დატვირთული ცხოვრება, სხვანაირად წინ ვერ წაიწევით.

 

9. თქვენი ფინანსური წარმატების გარანტი გრძნობებია, უფრო სწორად, თქვენი უნარი, გესმოდეთ ირგვლივ მყოფების. კარგი ფსიქოლოგი გამოხვიდოდით, თუ ხელს არ შეგიშლით გადაჭარბებული ემოციურობა. ასევე, იდეალური იქნებოდა ნებისმიერი შემოქმედებითი სამუშაო, საუკეთესოდ შეგიძლიათ გადმოსცეთ საკუთარი შეგრძნებები.

 

10. სიმდიდრეს მკაცრი ხასიათი მოგახვეჭინებთ. თქვენ თვლით, რომ შექება ადამიანებს ათამამებს და აზარმაცებს. თუმცა ამ სიმკაცრის მიღმა მაინც თბილი გული იმალება. ასეთი ხასიათით თქვენ სამართალდამცავ ორგანოებში მიაღწევთ წარმატებას; ნებისმიერ იმ სფეროში, სადაც კრიტიკა განმსაზღვრელ როლს თამაშობს.

 

11. სიმდიდრისკენ თქვენი გზა საკუთარ ბიზნესზე გადის. კარგი იქნება, თუ ეს ბიზნესი მშენებლობასთან იქნება კავშირში. თქვენთვის მნიშვნელოვანია, შექმნათ ისეთი რამ, რაც ადამიანებს არაერთი წელი ემსახურება. საკმაოდ სერიოზული და პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანი ხართ. შეგიძლიათ საკუთარი შეცდომების აღიარება და მათზე სწავლა. კარგი მასწავლებელი ხართ მათთვის, ვინც უმცროსია ან თქვენზე გამოუცდელი.

 

12. სიმდიდრესა და ფინანსურ წარმატებას ის საქმე მოგიტანთ, რაც ლითონს ეხება. ეს შეიძლება იყოს მანქანათმშენებლობა, ავიაცია ან რკინიგზა. ძალიან თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანი ხართ და სისწრაფე თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ასევე საიმედოობა. თუ მოგეჩვენათ, რომ ძალიან გადაიღალეთ ამ სირბილში, აუცილებლად ამოისუნთქეთ.

 

13. იმისათვის, რომ ფინანსურად გაძლიერდეთ, აუცილებლად უნდა გასცეთ სითბო და სიყვარული. მნიშვნელოვანი მომენტია: არ უნდა მიაქციოთ ყურადღება წვრილმანებს, ამას სხვები მიხედავენ. თქვენი ამოცანაა - გასცეთ იდეები, ჩაუყაროთ საქმეს მყარი საფუძველი.

 

14. სიმდიდრისკენ თქვენივე იუმორის გრძნობა მიგიყვანთ. თქვენ შეგიძლიათ ის ნებისმიერ სფეროში გამოავლინოთ. რა თქმა უნდა, ეს თვისება დამკრძალავ ბიუროში მუშაობისას არ გამოგადგებათ, მაგრამ დანარჩენი, ყველა სფეროში შეუცვლელი იქნება. თქვენი ენამახვილობა კარიერაში წინსვლაში დაგეხმარებათ. მთავარია, რომ იუმორი შავი არ იყოს.

 

15. ნებისმიერი პროფესია, რომელიც სისუფთავეს, თუნდაც სტერილურობას უკავშირდება, თქვენია. თქვენთვის წარმატებული იქნება ექიმის ან მეცნიერის კარიერა. ცხოვრებაშიც აზრები სუფთად შეინახეთ, იყავით კეთილსინდისიერი ადამიანი და მიზანს დაბრკოლების გარეშე მიაღწევთ. თქვენთვის ტყუილი და ღალატი დამღუპველია, რადგან ყველაფერი ბუმერანგივით უკან მოგიბრუნდებათ.

 

16. თქვენი სიმდიდრის გასაღები - ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით, შორეულ ქვეყანაში იმალება. კარგი იქნება, თუ თქვენი საქმე ან ჰობი წყალთან იქნება კავშირში. რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის, მეთევზე ან სანტექნიკოსი იყოთ. შეგიძლიათ მოაშენოთ აკვარიუმის თევზები და აქაც კი სარგებელი იპოვოთ.

 

marao.ge 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია