დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გერმანიაში უმაღლესი განათლება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის უფასო გახდა
გერმანიაში უმაღლესი განათლება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის უფასო გახდა
სულ ნანახია 1517
ავტორი:

პირველ ოქტომბერს ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე სტუდენტებისათვის სწავლა უფასო გახდა. ქვემო საქსონია უკანასკნელი მხარე იყო, რომელიც გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის გაუქმების კანონს შეუერთდა.

2006 წლიდან გერმანულ უმაღლეს სასწავლებლებში ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეობის მქონე სტუდენტებისთვის სწავლების საფასურის ეტაპობრივი შემცირება და საბოლოო გაუმქება დაიწყო. გერმანიის მთავრობა ყოველწლიურად განათლების სუბსიდირებისთვის, დაახლოებით, 69 მილიარდ დოლარს ხარჯავს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ერთი სემესტრის სწავლის საფასური აქამდეც არ იყო მაღალი და, დაახლოებით, 500 ევროს ფარგლებში მერყეობდა.

კრიტიკოსების შეფასებით სწავლის საფასურის გაუქმებამ, შესაძლოა, სწავლების ხარისხის დაცემა გამოიწვიოს.

 

http://www.tabula.ge/

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია