დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უნდა აშენდეს თუ არა ხუდონჰესი?
უნდა აშენდეს თუ არა ხუდონჰესი?
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 1770
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

სააკაშვილის დროს ოცნება იყო ხუდონჰესის აშენების წინააღმდეგი და ახლა თვითონ რატომ აშენებენ?!

 

თამარ მოსეშვილი, პროფესორი: „მე კარგად არ ვიცნობ სვანეთის ეკოლოგიურ პრობლემებს, მაგრამ რადგან მეწყერსაშიში ზონაა იქ, კარგად უნდა იყოს შესწავლილი ეს პრობლემები. დღეს, მე მგონი, მთელი მსოფლიო ამბობს უარს ასეთი დიდი კაშხლების აგებაზე და სხვა  ალტერნატიულ  გზებს ეძებენ. საქართველოში თავისუფლად არის შესაძლებელი მზის და ქარის ენერგიის გამოყენება, რაც, ვფიქრობ,  ნაკლებ უარყოფით გავლენას მოახდენს ჩვენს ეკოლოგიაზე.“


ნესტან ხანთაძე, ბუღალტერი: „საქართველოსთვის თუ რამე კარგი გაკეთდება, რა თქმა უნდა, მივესალმები და თუ ხალხისთვის ზიანის მომტანი იქნება, ბუნებრივია - არა.“


გულნარა ვიშვიძე, პედაგოგი: „უნდა აშენდეს იმ შემთხვევაში, თუ მისაღები იქნება ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის. კარგია ამხელა ენერგიას თუ გამოიმუშავებენ საქართველოში, მაგრამ დაუშვებელია ხალხისთვის რაიმე სახის ზიანის მიყენება.“


აკაკი ციხელაშვილი, გამყიდველი: „დაუშვებელია, შვილო, ის სამი სოფლის ხალხი სად უნდა წაიყვანონ. საფლავებს და სალოცავებს ასე ადვილად არ დათმობენ სვანები. სააკაშვილის დროს „ოცნება“ იყო ხუდონჰესის აშენების წინააღმდეგი და ახლა თვითონ რატომ აშენებენ?!“


ლავრენტი აფხაიძე, ინჟინერ-მექანიკოსი: „არ უნდა აშენდეს. ამ ჰესის მშენებლობა უარყოფითად იმოქმედებს ხალხზეც, ბუნებაზეც, საფლავებსა და სალოცავებზე. ეს კი ყოვლად დაუშვებელია.“


მაია კუბლაშვილი, ეკონომისტი:  „თუკი დააზარალებს მოსახლეობას, არ უნდა გაკეთდეს. აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ხალხის აზრი. იქ მათი მამა-პაპები მარხია, იმ ადგილებში აქვთ წმინდა სალოცავები, რომ არაფერი ვთქვათ კარ-მიდამოზე და განა დასაშვებია ამ ადამიანების აყრა იქედან? რა კომპენსაცია შეამსუბუქებს მათ ზარალს?“


კახაბერ ხაფავა, ინჟინერი: „მე მგონი, არ უნდა აშენდეს, იქ ცხოვრობს ხალხი და აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ადგილობრივების აზრი. სვანეთის რელიეფისათვის ეს დამანგრეველი იქნება. მითუმეტეს, ამ ჰესით გამომუშავებულ ელექტროენერგიას გაყიდიან და ქართველი  ხალხისთვის მაინც არ იქნება არაფერი.“

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია