დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შვედეთში მარტოხელა დედებს ხელოვნურ განაყოფიერებას სახელმწიფო დაუფინანსებს
სულ ნანახია 1521
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

შვედეთში აპირებენ კანონის შემოღებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ნებისმიერი დაუოჯახებელი ქალი, რომელსაც დაორსულების პრობლემები აქვს, სახელმწიფოს ხარჯზე გახდება დედა. ქვეყნის მთავრობამ გამოკითხვა ჩაატარა, უნდა უზრუნველყონ თუ არა მარტოხელა ქალების ხელოვნური განაყოფიერება ბიუჯეტის ხარჯებით. გამოკითხულთა უმრავლესობამ ამ შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა.

ჯერჯერობით, შვედეთში ექსტრაკორპოლარული განაყოფიერების პროცედურა ბიუჯეტის ხარჯზე ხელმისაწვდომია მხოლოდ გათხოვილი ქალბატონებისთვის. თუ კანონს მიიღებენ, რეპროდუქტიულ მედიცინაზე სპეციალიზებული კლინიკების მომსახურებით მარტოხელა უშვილო ქალებიც ისარგებლებენ. ცნობისათვის, შვედეთში ხელოვნური განაყოფიერების მომსახურება, დაახლოებით, 4150 ამერიკული დოლარი ღირს.

 

საინტერესოა, საქართველოში თუ დაფინანსდება როდისმე ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა, თუნდაც დაოჯახებული ქალებისთვის, რომლებიც დედობაზე ოცნებობენ? ცნობისათვის, ჩვენს ქვეყანაში ხელოვნური განაყოფიერება, დაფახლოებით, 3 500 ლარი ჯდება. ამ თანხაში არ შედის ლაბორატორიული გამოკვლევები და მედიკამენტები. ხოლო სუროგატი დედობის შემთხვევაში, შვილის ყოლის მსურველები მას 15 200 აშშ დოლარს უხდიან და 9 თვის განმავლობაში მეთვალყურეობენ.

 

 

http://mshoblebi.ge/

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია