საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ქუთაისის მერიაში შშმ პირთა გადასაადგილებლად პანდუსი მოეწყობა
ქუთაისის მერიაში შშმ პირთა გადასაადგილებლად პანდუსი მოეწყობა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვლი
სულ ნანახია 1300
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვლი
მსგავსი სიახლეები

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში პანდუსი ამ დრომდე არ არსებობს, რის გამოც  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მერიაში გადაადგილება უჭირთ. პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოიყო, რის ფარგლებშიც მერიის შენობაში, ასევე ქუთაისის ?6 საჯაროს სკოლაში, ნიკეას დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსსა და ბუხაიძის ქუჩაძე შშმ პირთა აცოციაციის შენობაში პანდუსები მოეწყობა.

 

როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აღნიშნავენ, პანდუსების მოსაწყობად საპროექტო სამუშაოები ჩატარდება. რის შემდეგაც გახდება ცნობილი თითოეული პანდუსის ღირებულება და  სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდება. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის განცხადებით, პროექტი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდება.

 

მისივე თქმით, სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება და პანდუსების მოსაწყობად ადგილობრივ ბიუჯეტში თანხის გათვალისწინება მოხდება.   რაც შეეხება ეტლით მოსიარულეთა გადასასვლელების მოწყობას ტროტუარებზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში ამისთვის ტანხები გაწერილი არ არის, თუმცა როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნავენ, პანდუსები ტროტუარებზეც მოეწყობა. სამუშაოებისას გათვალისწინებული იქნება სპეციალისტების რეკომენდაციები, ვინაიდან ტროტუარებზე მოწყობილი პანდუსები ხშირ შემთხვევაში უხარისხოდ კეთდება და შშმ პირთა გადაადგილებას საფრთხეს უქმნის.

 

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია