დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რა ცვლილებები შევა შვილად აყვანის კანონში
რა ცვლილებები შევა შვილად აყვანის კანონში
სულ ნანახია 2229
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

მთავრობა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანად ცვლილებების პაკეტს ამზადებს.


ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს განსახილველად უახლოეს დროში გადაეგზავნება, დეტალებზე შეჯერება კი საკომიტეტო მოსმენებზე მოხდება.

 

ერთ-ერთი ცვლილება, რომელმაც მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენელთა განმარტებით, პოტენციურ მშვილებელთა რაოდენობა და, შესაბამისად, მოცდის პერიოდი უნდა შეამციროს, ასაკობრივი რეგულაციებია, რაც აქამდე კანონით მოთხოვნილი არ ყოფილა.

კერძოდ, თუ არსებულ კანონში მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა 16 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს (გამონაკლის შემთხვევებში სასამართლოს შეუძლია ეს ასაკობრივი სხვაობა შეცვალოს), ახალი რეგულაციით დაწესდება ზედა ზღვარიც  -  ხვაობა მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის 50 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

 

ახალი კანონით ასაკობრივი ბარიერი იმ შემთხვევაში იქნება მოხსნილი, თუ მშვილებელი ბავშვის დედინაცვალი, მამინაცვალი ან ნათესავი იქნება. ოფიციალური მონაცემებით, გასაშვილებელ ბავშვთა რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ბავშვის აყვანის მსურველებს წლების განმავლობაში (დაახლოებით, 10-12 წელი) უწევთ მოცდა.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც აღნიშნულ კანონში შევა, შვილად აყვანის პირდპირი წესის გაუქმებაა.


ახალი ვერსიით, იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვის ბიოლოგიური მშობელი და მშვილებელი სააგენტოს ერთობლივად მიმართავენ, ბავშვის გაშვილება ყოველგვარი შეზღუდვისა და რიგის გარეშე იქნება შესაძლებელი.

 

 

speqtri.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია