დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვინ რა პოსტი დაიკავა ქუთაისის საკრებულოში
ვინ რა პოსტი დაიკავა ქუთაისის საკრებულოში
სულ ნანახია 2450
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

მე-5 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი გახდა

 

ქუთაისის მე-5 მოწვევის 25-კაციანი საკრებულო 14 ივლისს მუშაობას შეუდგა.

 

უმრავლესობის არჩევანით ახალი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დავით დვალმა დაიკავა. თავმჯდომარის პოსტზე მის კანდიდატურას კენჭისყრაში მონაწილე 21 დეპუტატიდან მხარი 20-მა დაუჭირა. ერთი ბიულეტინი ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო საკრებულოს „ნაციონალმა“ წარმომადგენლებმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს.

 

„ჩვენ ჩვენს  სიტყვას შევასრულებთ, რაც შეეხება ქალაქისთვის წინსვლის პროექტებს, ამას მხარს დავუჭერთ. ხოლო პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ ჩვენს თავზე და ვერ მივიღებთ საკრებულოს პოლიტიკური პოსტის არჩევნებში მონაწილეობას,“ - განაცხადა „ნაციონალმა“ საკრებულოს წევრმა დავით გოგისვანიძემ სხდომაზე.

 

 დავით დვალი  1977  წელსაა დაბადებული. სწავლობდა ქუთაისის №1  და №3 საშუალო სკოლაში; ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ სპეციალობაზე; ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ასპირანტურა/სისხლის-სამართალი.

 

სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო განყოფილების უფროსად; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ.

 

წინა მოწვევის საკრებულოში იყო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე და ამავე დროს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. ასევე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქუთაისის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. ბოლოს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იგი „ქართული ოცნების“ სიით მონაწილეობდა.

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები

 

საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შემდეგ ჯერი მის მოადგილეებზე მიდგა.

 

დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ფარული კენჭისყრით აირჩიეს.მოადგილეების პოსტზე „ოცნების“ წევრები ბექა ყანჩელი და ნიკოლოზ ლატარია – საფიჩხიის ოლქის მაჟორიტარი დეტუტატი – დასახელდნენ. ყანჩელის კანდიდატურას მხარი 18-მა დეპუტატმა დაუჭირა. რაც შეეხება ლატარიას, ის 17-მა დეპუტატმა აირჩია. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალებს“.

 

კომისიის თავმჯდომარეები

 

ქუთაისის საკრებულოს ახალმა შემადგენლობამ საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებიც ფარული კენჭისყრით აირჩია.

 

იურიდიული კომისიის თავმჯდომარის პოსტი კახაბერ დვალიშვილმა დაიკავა.

 

ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარედ გურამ ტოროშელიძე აირჩიეს.

 

კულტურის, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ირმა პეტრიაშვილი გახდა.

 

 ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ თეიმურაზ ნადირაძე იქნა არჩეული.

ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ  საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ ნდობა  ლელა ქელბაქიანს გამოუცხადა.

 

 

ასე რომ, ხუთივე კომისიას სათავეში საკრებულოს უმრავლესობის - „ქართული ოცნების“ წევრი ჩაუდგა.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია