დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვის ეკუთვნის რეგიონული მედია?
ვის ეკუთვნის რეგიონული მედია?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1582
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

არასამთავრობო ორგანიზაცია    „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ახალ ანგარიშს აქვეყნებს - „ვის ეკუთვნის რეგიონული მედია?“ ანგარიში რეგიონული მედიასაშუალებების მფლობელობის, დაფინანსებისა და რესურსების საკითხებს განიხილავს.

 

„რეგიონული მედია ადგილობრივ დონეზე დისკუსიის წარმართვის კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს როლი კიდევ უფრო იზრდება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფონზე. ეს არის ანგარიშის მეორე ნაწილი, პირველი კვლევა მსხვილ მედია საშუალებებს შეეხებოდა, ამჯერად კი რეგიონული მედია განვიხილეთ. შეიძლება ითქვას, რომ მედია რეგიონში გამჭვირვალეა და მცირე გამონაკლისების გარდა, ამ დროისთვის რაიმე სახის დარღვევები არ არსებობს. არცერთი მედიასაშუალება არ იმალება ოფშერული კომპანიების მიღმა. რეგიონული  მედიის სექტორში მხოლოდ რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენი ფიგურირებს. ძირითადად, 2012 წლამდე რამდენიმე მედიასაშუალება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა საკუთრებაში არსებობდა. ანგარიში მედიასაშუალებების დაარსებიდან მიმდინარე წლის 30 აპრილის პერიოდს გულისხმობს, თუ ამ ხნის შემდეგ რაიმე ცვლილება განხორციელდა, ეს ანგარიშში აღნიშნული არ არის,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია    „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მკვლევარმა, ანა დაბრუნდაშვილმა.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშით ბაზრის კონცენტრაციის დონე რეგიონებში ამ დროისთვის შეშფოთების საფუძველს არ იძლევა. რამდენიმე ტელეკომპანიას საკუთარი რადიოსადგურიც აქვს, ადგილობრივი გაზეთების უმრავლესობა ასევე ონლაინ მედიასაშუალებებს ფლობს.  რეგიონული მაუწყებლობისთვის უმთავრეს პრობლემად ფინანსური სტაბილურობა რჩება.

 

 

 

psnews.ge 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია