დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შსს-მ ექვსი თვის დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა
სულ ნანახია 1453
ავტორი:

შს სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს ქურდობის 4864 საქმიდან გახსნილია 2126; 2013 წელს 6445 ფაქტიდან გამოძიებულია 2197. 2014 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით რეგისტრირებულია ძარცვის 215 ფაქტი, საიდანაც 161 საქმეა გახსნილი. 2014 წელს ყაჩაღობის 140 ფაქტია აღრიცხული, გამოძიებულია 92.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის იანვარ-ივნისში რეგისტრირებული თვითმკვლელობამდე მიყვანის 199 შემთხვევიდან მხოლოდ 2 ფაქტია გახსნილი. სამინისტროს ცნობით, გასულ წელთან შედარებით დანაშაულის ოდენობა შემცირებულია. 2013 წლის 6 თვეში რეგისტრირებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის 229 შემთხვევა, საიდანაც ასევე გახსნილია 2 საქმე.

 

შსს-ს მონაცემებით, 2013 წელთან შედარებით შემცირებულია ოჯახური ძალადობის ფაქტები. წელს რეგისტრირებულია 208 ასეთი ფაქტი, საიდანაც გახსნილია 135. გასული წლის 6 თვეში, ოჯახური ძალადობის 218 შემთხვევიდან კი გახსნილია 172.

 

სამინისტროს ცნობით, თითქმის განახევრებულია გაუპატიურების შემთხვევები და გაზრდილია აღნიშნული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი. 2014 წლის 6 თვეში, რეგისტრირებული გაუპატიურების 16 საქმიდან გახსნილია 10, გასულ წელს მომხდარი 31 ფაქტიდან კი 15.

ასევე, 3 შემთხვევით არის შემცირებული დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ (2014 წლის 6 თვე 52, 2013 წლის 6 თვე - 55).

 

შსს-ს სტატისტიკური მონაცემებით, 2014 წლის 6 თვეში დაფიქსირდა განზრახ მკვლელობის 45 შემთხვევა, აქედან გაიხსნა 38. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, განზრახ მკვლელობის 42 ფაქტი მოხდა, საიდანაც სამართალდამცავებმა 37 საქმე გახსნეს. დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის 11 შემთხვევიდან, შსს-ს ინფორმაციით გახსნილია 10 საქმე. სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის იანვარ-ივნისში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 19 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 17 გაიხსნა.

 

შსს-ს ცნობით, მკვლელობის მცდელობის 49 შემთხვევიდან ყველა საქმე გახსნილია. გასულ წელს მომხდარი 79 ფაქტიდან კი გამოძიებულია 75. ასევე, მკვლელობის მცდელობის 9 შემთხვევიდან გახსნილია ცხრავე ფაქტი. გასული წლის 6 თვეში რეგისტრირებული 11 შემთხვევიდან კი მხოლოდ 1 ფაქტია გაუხსნელი.

 

გასულ წელთან შედარებით, 56 შემთხვევით არის გაზრდილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების შემთხვევები. მიმდინარე წლის 6 თვეში  რეგისტრირებული 114 ფაქტიდან გახსნილია 88, გასულ წელს მომხდარი 58 შემთხვევიდან კი 44.

 

136 შემთხვევითაა შემცირებული ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტები. 164 შემთხვევიდან გაიხსნა 54, გასულ წელს მომხდარი 300 ფაქტიდან კი გახსნილია 87.

 

თავისუფლების უკანონო აღკვეთის 35 შემთხვევიდან გასხნილია 24. გასულ წელს მომხდარი 37 ფაქტიდან კი 22 საქმე. მძევლად ხელში ჩაგდების 2 შემთხვევიდან გახსნილია 1 ფაქტი, გასულ წელს მომხდარი 2 ფაქტიდან კი ორივე გამოუძიებელია.

 

449 თაღლითობის ფაქტიდან გაუხსნელია 180 საქმე, გასულ წელს მომხდარი 483 თაღლითობის შემთხვევიდან კი გაუხსნელია 369. გამოძალვის 15 ფაქტიდან გახსნილია 8, 2013 წელს მომხდარი 32 ფაქტიდან კი 10.

 

შსს-ს სტატისტიკური მონაცემებით, იანვარ-ივნისში რეგისტრირებულია ხულიგნობის 76 ფაქტი, საიდანაც გახსნილია 60. გასულ წელს მომხდარი ხულიგნობის 93 შემთხვევიდან კი გაიხსნა 74.

427 შემთხვევითაა გაზრდილი ნარკოტიკული დანაშაული. წელს რეგისტრირებულია 2688 შემთხვევა, საიდანაც გახსნილია 2633. გასულ წელს, მომხდარი 2261 ნარკოდანაშაულიდან გამოძიებულია 2139.

 

 

შემცირებულია სამოხელეო დანაშაულის ფაქტებიც. წელს რეგისტრირებულია ასეთი 17 ფაქტი, საიდანაც გახსნილია 2 საქმე. გასულ წელს მომხდარი 61 სამოხელეო დანაშაულიდან კი გამოუძიებელია 43 ფაქტი.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია