დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ივერი დისკრიმინაციის წინააღმდეგ კონცერტს გამართავს
თამარ ივერი დისკრიმინაციის წინააღმდეგ კონცერტს გამართავს
სულ ნანახია 1532
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

მომღერალი თამარ ივერი, 11 ოქტომბერს, ლგბტ ადამიანების მიერ სექსუალური ორიენტაციის გაცხადების საერთაშორისო დღეს, ყველანაირი დისკრიმინაციის წინააღმდეგ კონცერტის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ივერმა ლგბტ უფლებადამცველ ორგანიზაცია იდენტობასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მომღერალი, რომელიც ჰომოფობიური შინაარსის წერილის      „ფეისბუქზე“ გამოქვეყნების გამო, რამდენიმე ოპერამ აღარ მიიღო, მზად არის ყველანაირი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები შეკრიბოს და კონცერტი გამართოს. ივერი ლგბტ ადამიანებს ფეკალიებად მოიხსენიებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამის გამო მას კარიერაში მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა, ქართველ ლგბტ უფლებადამცველებს საკუთარი სურვილით დაუკავშირდა.

 

კითხვაზე, ცნობილია თუ არა მისთვის საპატრიარქოს პოზიციის შესახებ დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით, თამარ ივერმა უპასუხა: „ერთსულოვნების არხზე გამუდმებით გადის საოპერო დადგმები ჩემი მონაწილეობით. მაგრამ, თუ საპატრიარქოსთვის ასეთი მისაღები ფიგურა ვარ, მაშ რატომ არ ამოიღო ხმა მან მაშინ, როდესაც ჩემზე ურიცხვი თავდასხმა ხორციელდებოდა? ახლა, როდესაც კონცერტი იმართება და ამ კონცერტის მთავარი მესიჯი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაა, საპატრიარქო წინააღმდეგი რატომ უნდა წავიდეს? ძალადობას ხომ არ გაამართლებს?

მიუხედავად იმისა, რომ ღრმად მორწმუნე ადამიანი ვარ, არსებობს საკითხები, რომელშიც საპატრიარქოს ვერ დავეთანხმები. თუნდაც, ეპისტოლეში, რომელშიც სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვები უბედურ არსებებად არიან მოხსენიებულნი. ჩემთვის გაუგებარია ბავშვების დაყოფა ნებისმიერი ნიშნით. კიდევ ვიმეორებ, ღრმად მორწმუნე ადამიანი ვარ, მაგრამ არც თავად უფალი ჩვენი, იესო ქრისტე მოვლენია ამ ქვეყანას ჩვეულებრივი ჩასახებით,“ - აცხადებს ივერი.

იდენტობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ 2014 წლის 15 ივნისს, თამარ ივერი საკუთარი ინიციატივით ეწვია მათ ოფისს.

 

„შეხვედრაზე, მეგობრულ ატმოსფეროში ვრცლად ვისაუბრეთ სიძულვილის ენის მავნებლობაზე ჩვენს ისედაც ძალადობრივ საზოგადოებაში, რადგან ეს სოციალური შუღლის გაღვივებას და ჩაგრული ჯგუფების მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. თამარ ივერი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ გამოვლენილი ძალადობა ცალსახად ნეგატიური მოვლენაა და სიძულვილის ენას საჯარო სივრცეში ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს. მან ასევე ღრმა გულის წუხილი გამოხატა იმ ტკივილის გამო, რომელიც საქართველოსა და მსოფლიოში მცხოვრებ ლგბტ ადამიანებს მის „ფეისბუქის“ კედელზე შარშან განთავსებული ტექსტით მიადგა,“ - ნათქვამია იდენტობის პრესრელიზში.

 

ივერის განცხადების შემდეგ ლგბტ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს შორის აზრი ორად გაიყო - ნაწილს მომღერლის გულწრფელობის არ სჯერა და მიიჩნევს, რომ სიძულვილის გამომხატველ ქალბატონს ლგბტ პირები რეპუტაციის აღდგენაში არ უნდა დაეხმარონ. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ივერის პიროვნულ მოტივებს მნიშვნელობა არ აქვს, აღნიშნული კონცერტი ნიშანი იქნება, რომ ჰომოფობია თანამედროვე სამყაროში სრულ კაპიტულაციას განიცდის და ადამიანებს აიძულებს სიძულვილი დათმონ.

 

 

tabula.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია