საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ბიძინა ივანიშვილი ტელეწამყვანი ხდება
ბიძინა ივანიშვილი ტელეწამყვანი ხდება
სულ ნანახია 1232
ავტორი:

ტელეკომპანია GDS ადასტურებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არხზე ერთ-ერთი საზოგადოებრივ-შემეცნებითი ტოქ-შოუს ავტორი და თანაწამყვანი იქნება. ამის შესახებ GDS-ის განცხადებაშია საუბარი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.


„გვინდა გამოვეხმაუროთ საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას, ახალი სეზონიდან განახლებული

 

მაუწყებლობისა და სატელევიზიო ბადის ცვლილების შესახებ. ვადასტურებთ, რომ საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუს ავტორი და თანაწამყვანი ბიძინა ივანიშვილია. აღნიშნული თოქ-შოუ საეთეროდ GDS Production-ს უნდა დაემზადებინა. განიხილებოდა მისი საზოგადობრივი მაუწყებლის ეთერში განთავსება, თუმცა ამას, შესაძლოა, გარკვეული კითხვები გამოეწვია საზოგადოებაში, ამიტომ გადაცემის იდეის ავტორთან შეთანხმებით, გადაწყდა ალტერნატიულ ვერსიებზე მუშაობა. ამ ვერსიებიდან ყველაზე სწრაფად და მარტივად (ზედმეტი კითხვების გარეშე) პროექტზე მუშაობის დაწყება, ტელეკომპანია GDS-ს შეეძლო, ამიტომ არხის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება დროებით, მაუწყებლობის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. არ გამოირიცხება ის ვერსიაც, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, პროექტი გადაეცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ან სხვა რომელიმე კერძო ტელეკომპანიას, ხოლო GDS TV დაუბრუნდეს მაუწყებლობის პირვანდელ ფორმატს.

 

ვადასტურებთ, რომ მიმდინარეობს იდეის და, ზოგადად, პროექტის დამუშავების პროცესი, თუმცა არ ვადასტურებთ არცერთ გავრცელებულ  ინფორმაციას პროექტის შინაარსობრივ მხარესა და სხვა მონაწილე ადამიანებთან დაკავშირებით. ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით გასაჯაროვდება და ხელმისაწვდომი იქნება  ყველასთვის, მანამდე კი ტელეკომპანია GDS საზოგადოებას მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავოს  დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან,“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია