საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
„ქარტიის პრიზი“ ჟურნალისტებისთვის
„ქარტიის პრიზი“ ჟურნალისტებისთვის
სულ ნანახია 1293
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია წელს პირველად აწესებს „ქარტიის პრიზს“. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას და ეთიკური ჟურნალისტიკის წახალისებას.

კონკურსი ცხადდება შემდეგ ნომინაციებში:

საუკეთესო სატელევიზიო რეპორტაჟი

საუკეთესო რადიო რეპორტაჟი

საუკეთესო სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში

საუკეთესო მედიაკრიტიკა

მთავარი კრიტერიუმები: ჟურნალისტური პროდუქტის მომზადების პროფესიული ხარისხი და ეთიკური სტანდარტები.

გამარჯვებულებს ნომინირებული კონკურსანტებიდან და მათ მიერ წარმოდგენილი მასალებიდან შეარჩევს დამოუკიდებელი ჟიური.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ნამუშევრების წარდგენა შეუძლია ნებისმიერ მედიასაშუალებას ან ჟურნალისტს.

საკონკურსო ნამუშევარი უნდა იყოს გამოქვეყნებული 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ საკონკურსო ნამუშევარი (ვიდეო, აუდიო, ბეჭდური), მისი მოკლე ანოტაცია და ინფორმაცია ავტორის შესახებ, მითითებულ მისამართზე           ethicscharter@gmail.com ან მოიტანონ ქარტიის ოფისში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის ვადა სრულდება 2013 წლის 30 ნოემბერს.

კონკურსის შედეგების გამოცხადება და გამარჯვებულებისთვის პრიზების გადაცემის ცერემონია შედგება 2013 წლის დეკემბერში, ქარტიის საერთო კრებაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ქარტიის აღმასრულებელ დირექტორს, თამარ რუხაძეს:
მობ: 599 40 90 31,

e-mail: ethicscharter@gmail.com

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

 

მისამართი: ქ. თბილისი, კალისტრატე ცინცაძის ქ.6/7

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია