დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
95 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან „საზაფხულო დასვენების“ პროგრამისთვის
ავტორი: ეკა შალამბერიძე
სულ ნანახია 1886
ავტორი:
ეკა შალამბერიძე
მსგავსი სიახლეები

ქუთაისის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, საზაფხულო დასვენების პროგრამა დაიწყო.

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სოციალურად დაუცველი პირები და მრავალშვილიანი დედები 10 დღით ურეკში დაისვენებენ.

 

პროეტქი 335 ადამიანზეა გათვლილი და 4 ეტაპად განხორციელდება.

 

პირველი ეტაპი 1 ივლისს დაიწყო: 85 ადამიანი მერიის მიერ უზრუნველყოფილი ტრასნპორტით ურეკში გაემგზავრა.

 

მათი საზაფხულო  დასვენების ხარჯებს მთლიანად ქალაქის მერია უზრუნველყოფს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 95 ათასი ლარია გამოყოფილი.

 

„პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ მონაწილე პირებისათვის, რომლებთაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ და ურეკის მაგნიტური ქვიშები მათ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას დადებითად წაადგება. გვაქვს გეგმაში, რომ პროექტი მომავალ წლებშიც გავაგრძელოთ,“ განაცხადა ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსმა ზურაბ მარგველაშვილმა.

 

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია