საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
„ფეროს“ მუშები სასმელ წყალს ითხოვენ
„ფეროს“ მუშები სასმელ წყალს ითხოვენ
სულ ნანახია 1690
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის დაჟინებული მოთხოვნით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, განმეორებით 21 მაისს შემოყვანილი იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, რათა კვლავ შეემოწმებინათ სასმელი წყლის ვარგისიანობა, აღნიშნულ ექსპერტიზაზე წარდგენილი წყლის ნიმუში, გამოკვლეული მიკრობიოლოგიური პარამეტრების მიხედვით, არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის ?58 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა, წინამდებარე დასკვნასთან შედარებით, მეტად სახიფათოა, რადგან მომატებულია ყველა ის მაჩვენებელი, რაც ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და აგრეთვე აღმოჩენილია ნაწლავური ჩხირები.

 

ყოველივე ამის გამო, ზესტაფონის ფეროშენადნობთა  ქარხნის ?4 საამქროს თანამშრომლებმა 25 ივნისს, დილის 8 საათზე, უარი თქვეს სამუშაოს შესრულებაზე ალტერნატიული წყლის მოთხოვნით, მუშაობა განახლდა მას შემდეგ, რაც ადმინისტრაცია, კერძოდ, საამქროს უფროსი დაჰპირდა მშრომელებს, რომ უზრუნველყოფილი იქნებიან აღნიშნული ალტერნატიული სასმელი წყლით, პირობის დარღვევის შემთხვევაში მუშები კვლავ გამართავენ საპროტესტო აქციას.


იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ჩართულობით საწარმოში მიმდინარეობს სხვადასხვა ლაბორატორიების მიერ სინჯების აღება სასმელ წყალზე, რისი შედეგებიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია