დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ერთიანი ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
ერთიანი ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
სულ ნანახია 1926
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივნისს დაიწყო.

 

საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელად აბიტურიენტებისთვის სპეციალური მარშრუტებია დანიშნული. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ხანგრძლივობა 4 საათი იყო.

 

საგამოცდო ტესტების გამოტანა დილით, დაცული საცავებიდან განხორციელდა. დედაქალაქში ტესტები ეროვნული ბანკის შენობაშია დაცული ხოლო რეგიონებში, პოლიციის შენობებში. ტესტების საგამოცდო ცენტრამდე უსაფრთხოდ მიტანის პროცესს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

 

უსაფრთხოების მიზნით, ყველა საგამოცდო ცენტრთან მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების, პოლიციისა და სახანძრო სამსახურის ბრიგადები.  რაც შეეხება მედიაცენტრს, მედიაცენტრი დილის 10:00 საათიდან გამოცდების ეროვნულ ცენტრის შენობაში მუშაობს (მინდელის ?9).

 

2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს სულ 1500-მდე მეთვალყურე და კურატორი დააკვირდება.

 

2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი  ასეთია:

 

26-27 ივნისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - ქართული ენა და ლიტერატურა;

 

30 ივნისი და 1 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - ზოგადი უნარები;

 

უცხოური ენა:

2 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - ინგლისური ენა;

3 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - ინგლისური ენა;

4 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - რუსული ენა;

4 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - გერმანული ენა;

4 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - ფრანგული ენა;

8 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ლიტერატურა;

9 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - გეოგრაფია;

10 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - ისტორია;

11 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - მათემატიკა;

14 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ქიმია;

14 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;

15 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ბიოლოგია;

16 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ფიზიკა;

16 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.                                                                                 

 

 

2014 წლის მთავარი სიახლეები: 

 

წელს აბიტურიენტებს საშუალება აქვთ არჩევით საგნად სახვითი  და გამოყენებითი ხელოვნებაც ჩააბარონ; უცხოური ენის გამოცდას დაემატა მოსმენის ნაწილი; ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზღვრის გადალახვის ახალი მიდგომის პროექტის შემუშავდა: პროექტის მიხედვით ცვლილების განხორციელება შესაძლებელი გახდება ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის მხოლოდ 3 ქულით გაზრდის შემთხვევაშიც;

 

შეიცვალა გრანტის განაწილების წესი: 8 არჩევითი საგნიდან 4 არის ჰუმანიტარული და 4 მათემატიკური და საბუნებისმეტყველო. შესაბამისად, საგრანტო თანხა 9 მილონნახევარი გაიყოფა 2 ნაწილად. მათგან კი ყველაზე მეტი თანხა წავა იმ საგნის ჯიბეში, რომელიც უფრო მოთხოვნადი იქნება უმაღლესი სასწავლებლების მიერ როგორც არჩევითი საგანი.

 

2014  წლისთვის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება შვიდი მიმართულების 21 ფაკულტეტი (გასულ წელს 19 სპეციალობა დაფინანსდა).

 

 

ერთიანი ეროვნული  გამოცდების პარალელურად, ჩატარდება საერთო სამაგისტრო გამოცდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდა. გამოცდები 16 ივლისს დასრულდება.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია