დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სერტიფიცირებული პედაგოგები დანამატს დაუბრკოლებლად მიიღებენ
სულ ნანახია 1538
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მისამართით, უკანასკნელ პერიოდში მიმაზნიმართულად გავრცელდა სხვადასხვა შინაარსის არასწორი ინფორმაცია.

 

ამჯერად სამინისტრო ეხმაურება ელექტრონულად და ანონიმურად საჯარო სკოლებში გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომლის თანახმად, თითქოს ზაფხულის არდადეგებზე საჯარო სკოლის სერტიფიცირებული პედაგოგები სასერტიფიკაციო დანამატს არ მიიღებენ. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ყველა სერტიფიცირებული პედაგოგი დანამატს დაუბრკოლებლად მიიღებს.

 

გაცნობებთ, რომ „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის ?576 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-14 მუხლის შესაბამისად, მასწავლებელს „საქართველოს  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში  სასწავლო წლისა და არდადეგების  დაწყებისა და დასრულების   თარიღების განსაზღვრის  შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის ?84/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ არდადეგების პერიოდში უნარჩუნდება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით გაანგარიშებული შრომის ანაზღაურება.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მასწავლებელს კანონმდებლობით გათვალისწინებულ არდადეგების პერიოდში თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, უნარჩუნდება თანამდებობრივ სარგოზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გათვალისწინებული დანამატები.

 

 

სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, რესურს-ცენტრებისა და სსიპ-ების წარმომადგენლებს ხაზგასმით შეგახსენებთ, რომ ანონიმურად გავრცელებულ ინფორმაციას იურიდიული ძალა არ აქვს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 17 იანვრის ?28 ბრძანებით თანახმადაც სისტემაში დასაქმებული პირები სამსახურებრივ მიმოწერას ახორციელებენ მხოლოდ შიდა კორპორატიული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.  

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია