საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
რატომ მალავენ რეპეტიტორები მოსწავლეებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1135
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

ახალი რეფორმით, სკოლაში მხოლოდ წერა-კითხვა ისწავლება...“

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალი და არჩევანის თავისუფლების“ თავმჯდომარემ ლია გვენეტაძემ საქართველოში არსებული საგანმანათლებლო სისტემა გააკრიტიკა და განათლების სამინისტროსგან საჯარო სკოლის სტატუსის შეცვლა და მე-12 კლასის გაუქმება მოითხოვა. როგორც გვენეტაძემ 27 ივნისს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არსებულმა საგანმანათლებლო სისტემამ და სკოლებში ვაუჩერიზაციამ არ გაამართლა, რითიც დაზარალებული მოსწავლეები რჩებიან.

 

„სამწუხაროდ, 2008 წელს მიღებულმა რეფორმამ არ გაამართლა და საქართველო, განათლების თვალსაზრისით, ბოლო ათეულში მოხვდა. ეს ყველაფერი გამოწვეულია საშუალო სკოლის საჯარო სკოლად გადაკეთებით და მე-12 კლასის დამატებით. ფაქტობრივად, მე-12 კლასში ბავშვები არაფერს სწავლობენ. ახალი რეფორმით, სკოლაში მხოლოდ წერა-კითხვა ისწავლება, რაც 10 წელიწადში მოგვცეს ისეთ ვითარებას, რომ საქართველოში კვალიფიციური კადრები აღარ იქნებიან,“ - განაცხადა გვენეტაძემ.

 

ლია გვენეტაძე სკოლებში არსებულ რეპეტიტორობის სისტემასაც შეეხო. მისივე განცხადებით, თუ მშობელს ფული არ აქვს, მისი შვილი უსწავლელი რჩება, რადგან ყველა საგანში მომზადებას ვერ ახერხებს, რითაც ირღვევა ბავშვის კონსტიტუციური უფლება მიიღოს განათლება.

 

შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო კანონმდებლობით საჯარო სკოლების მასწავლებლებს ეკრძალებათ საკუთარი მოსწავლის რეპეტიტორობა, თუმცა,  მიუხედავად არსებული აკრძალვისა, კანონდარღვევა ქუთაისის თითქმის ყველა საჯარო სკოლაში ხდება. რეპეტიტორები კი, საშემოსავლოს არ გადახდის მიზნით, მოსწავლეების მომზადების ფაქტებს მალავენ.

 

 

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია