დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ახალი წიგნების წარდგენა
ახალი წიგნების წარდგენა
სულ ნანახია 2059
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში 2014 წლის 25 ივნისს, ფილოსოფია-ფსიქოლოგიის დეპარტამენტის თაოსნობით, გაიმართა უხუცესი მწერლისა და პროფესორის, სიმონ არველაძის წიგნების წარდგენა-განხილვა.

 

 

1. „ღირსეულ ქუთათურთა სილუეტები“, წიგნი II;

 

2. „მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა“ (ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობის ისტორიიდან).

 

ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა პროფესორმა რობერტ გოლეთიანმა, ღონისძიება მიჰყავდა პროფესორ მერაბ მაღრაძეს. ახალი წიგნები წარადგინა ავტორმა, ზოგადად მიმოიხილა აკადემიკოსმა, ორივე წიგნის რედაქტორმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა.

 

სიტყვებით გამოვიდნენ: პროფესორი მადონა მეგრელიშვილი, პროფესორი ევგენი ბლიაძე, მწერალი თემურ ამყოლაძე, ჟურნალისტი მედეა ჩოგოვაძე, მწერალი გონერ ჭეიშვილი, პოეტი ზაალ ებანოიძე, ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები თემურ ნადირაძე, ნატო ქათამაძე, პროფესორი მანანა ბანძელაძე, ექიმი, ხელოვანი თემურ ძიძიგური, სოციალური სამსახურის წარმომადგენელი შაქრო კუბლაშვილი, მხატვარ-არქიტექტორი გივი იობიძე.

 

სიტყვაში გამომსვლელები ხაზგასმით აღნიშნავდენენ, რომ დოკუმენტური ნაწარმოებები ბევრი წაუკითხავთ, მაგრამ სიმონ არველაძის ეს წიგნები მრავალი კუთხითა და შტრიხით წარმოაჩემს ცნობილ ადამიანებს, რაც წლების შემდეგ უფრო საინტერესო იქნება შთამომავლობისათვის. ამ საქმით ბატონმა სიმონმა ძეგლი დაუდგა 102-მდე ადამიანს - ღირსეულ ქუთათურს - მწერლებს, მეცნიერ-პედაგოგებს და კულტურის სხვა თვალსაჩინო მოღვაწეებს. ავტორი აგრძელებს III წიგნზე მუშაობას.

 

დასასრულს, სამადლოებლი სიტყვა წარმოთქვა უხუცესმა მწერალმა, პროფესორმა სიმონ არველაძემ.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია