საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ლექსები ახალი წიგნიდან
ლექსები ახალი წიგნიდან
სულ ნანახია 1230
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

წინათქმა:

 

მწერალი ქალი გულო გულხვიიძე XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ეწევა სამწერლო-შემოქმედებით მოღვაწეობას. თავდაპირველად იგი ქართულ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა ლექსებს და მოთხრობებს, ნოველებს და ნარკვევებს. მისი შემოქმედება განეკუთნება ორ ჟანრობრივ სფეროს - პოეზიას და პროზას... ავტორის მხატვრული შემეცნების არეალში შემოდის ცხოვრებისეული რეალობის აქტუალური თემატიკა. გამოქვეყნებული აქვს 4 წიგნი, სახელდობრ, რომანები: „ჩამქრალი ვარსკვლავი“, „ეკლიანი გზა“, აგრეთვე დეტექტიური ნაწარმოები „აწეწილი ფიქრები“, ლექსების წიგნი    „მე და შენ“. გამოსაცემად მზად აქვს ლექსების წიგნი საბავშვო პოეზიის სფეროდან. არის მწერალთა კავშირის წევრი.

 

ამჯერად მკითხველს ვთავაზობთ რამდენიმე ლირიკულ  ლექსს ახალი წიგნიდან „საბავშვო ლექსები“.

 

სიმონ არველაძე

 

მწერალი-კრიტიკოსი

 

გულო გელხვიძე

 

ჟურნალი დილა

ჟურნალი სულის საზრდოა,

ეს ყველამ კარგად იცის,

ზარმაცს რომ წიგნი არ უყვარს,

არ უნდა ფიცი-მტკიცი.

მგელი კი შეჭამს, როდესაც

დედის წინ გარბის კვიცი.

 

 

სოსო-ბიჭის ოცნება

ბაღში დადის სოსო-ბიჭი,

მან თვლაც იცის ათამდე,

დავიღალე, ნეტავ ეს გზა

როდის უნდა გათავდეს?

მინდა, სკოლაში წავიდე

უფრო ადრე, ვადამდე.

მალე წავიკითხო წიგნი,

თუკი ნებას დამრთავდნენ!

 

ჩემს დედიკოს

ჩემს დედიკოს ეკუთვნის

სიყვარული ულევი,

მსურს, ყოველდღე მივართვა

ვარდის თაიგულები.

სიამით რომ ფეთქავდეს

მუდამ ჩვენი გულები.

 

სამშობლოს

სადაც წავალ, შენ ხარ ჩემი

ნუგეში და იმედი.

გზას მინათებ, ვით ვარსკვლავი

მარად მოციმციმეთი.

რა გული გაქვს, სულზე ტკბილო,

თავად უფლის ნახატო,

როგორ შევძლო, შენ ლაღი

და ბედნიერი გაგხადო.

როგორ შევძლო, შენს ედემ-ბაღს

მტერი გადავუშენო,

როგორ შევძლო, უცხო ცის ქვეშ

მე სიცოცხლე უშენოდ!

 

პირველი ლექსი დედას

ვის შეუძლია, დრო შეაჩეროს

და მე მაჩუქოს ტკბილი წამები,

ვის შეუძლია, ეს ჩემი გული

ალაღოს ზოგჯერ განაწამები?

ეს არის დედა - სიცოცხლის წყარო,

ქვეყნად სიკეთის ძირი და ფესვი.

ყოველ დღე მისი ალერსით ვხარობ,

მინდა, მოგიძღვნა პირველი ლექსი.

 

მუზას

როდესაც მინდა, რომ შენთან ვიყო,

და როცა მინდა, რამე დავწერო,

მაშინ მეწვევა ლაღი ოცნება,

ფიქრი ეწევა გაფრენილ წეროს.

იმედის სხივი ზეცამდე აღწევს,

მარტო ვსეირნობ მე ხეივანში,

უზომო ტკივილს აქვს დასასრული

და მერე ისევ მივფრინავ ცაში...

ბედნიერი ვარ, ლექსს რომ ვკითხულობ

 

და ხალხი მხვდება ღიმილით, ტაშით!

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია