საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
დააგემოვნეთ ჟურნალი „ღვინო“!
დააგემოვნეთ ჟურნალი „ღვინო“!
სულ ნანახია 3084
ავტორი:

ანონსი მედიისთვის

 

 

ღვინო, როგორც კულტურა! -- ასეთია საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ახლახანს გამოცემული ჟურნალ „ღვინო“-ს  კონცეფცია. მისი სულისჩამდგმელი და მთავარი რედაქტორია სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, ღვინის საპატიო ელჩი შალვა ხეცურიანი.

 

ჟურნალი გამოიცემა წელიწადში 4-ჯერ, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტის“, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“-ს მხარდაჭერით.

 

100-გვერდიანი ჟურნალი „ღვინო“ მკითხველის ყურადღებას იპყრობს არამარტო მრავალფეროვანი და საინტერესო სტატიებითა და ავტორებით, ასევე - ორიგინალური ფორმატით, დიზაინითა და უნიკალური ფოტომასალით.

 

„სახელწოდება „ღვინო“ ზუსტად ასახავს იმას, რისი თქმაც ჟურნალის სარედაქციო გუნდს სურს, რადგან როდესაც ამ სიტყვას ვამბობთ, ვგულისხმობთ არა მხოლოდ საკუთრივ ღვინოს, არამედ - ღვინოსთან დაკავშირებულ უმდიდრეს კულტურას. ღვინო არის ჩვენი ეთნოსის, კულტურის ერთ-ერთი მატერიალური გამოხატულება, ჩვენი ხასიათის და გენის მატარებელი, ჩვენი ჭირის თუ ლხინის გამზიარებელი. თუ ქართველი ადამიანის გაცნობა გინდა, მისი კუთხეების ღვინოები და  გასტრონომია უნდა გაიცნო, ლექსებთან, სიმღერებთან, ცეკვებთან ერთად. შეიძლება ითქვას, რომ ღვინო არის ქართული ფოლკლორის განუყოფელი ნაწილი“ - ასე ფიქრობს ჟურნალის მთავარი რედაქტორი, - ეს არ იქნება ტექნიკური შინაარსის ჟურნალი ღვინოზე, როგოც სასმელზე. ვეცდებით,  ღვინო წარმოვაჩინოთ, როგორც  საინტერესო და მდიდარი კულტურული ფენომენი. გაეცნობით ბევრ საინტერესო რუბრიკას, საინტერესო ადამიანებს, ღვინოსთან დაკავშირებულ საინტერესო ამბებს, მოვლენებს და კულტურულ ფენომენებს, როგორც ქართულს, ისე - უცხოურს. შევეცდებით, დაგეხმაროთ ღვინის უკეთესად შეცნობაში და გარკვეული აღმოჩენების გაკეთებაშიც კი.“ - აცხადებს შალვა ხეცურიანი.

 

 ჟურნალ „ღვინო“-ს  პირველი ნომერში თქვენ შეიტყობთ:

 

·  ღვინის საპატიო ელჩის, შალვა ხეცურიანის ავტორობით  დაწყებულია 35 სერიანი დოკუმენტური ფილმის გადაღება ქართულ ღვინოზე, რომლის რეჟისორად მოწვეულია ნანა ჯორჯაძე;

 

·  აქვე წაიკითხავთ  დავით ბუხრიკიძის ინტერვიუს ნანა ჯორჯაძესთან: „მოგზაურობა კანში, სოპოტსა და ღვინის სამყაროში“;

 

· რა საერთო აქვთ ქვევრს, დამბალხაჭოს, ჩურჩხელას, მუკუზანსა თუ წინანდალს, ამის შესახებ გაიგებთ ნატო გუბელაძის სტატიიდან: „ქართული ბრენდების დაცვა „საქპატენტის“ ეროვნული ღირსების საქმეა“;

 

·  ამავე ავტორის სტატიიდან შეიტყობთ ასევე, თუ როგორია საქართველოს აგრარული პოლიტიკა. რამდენად სწორ გზაზე დგას ქვეყანა, ამ თემაზე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი ამომწურავად საუბრობს;

 

·  ღვინოში თავი არ დაუკარგავს, მაგრამ რა აღმოჩენები გაუკეთებია ღვინოში მამუკა ხაზარაძეს, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ცნობილმა ბიზნესმენმა შალვა ხეცურიანთან და ნანა ლომიძესთან ისაუბრა; 

 

·  რას ნიშნავს მართალი კაცის წყალი და რატომ არის ვისკი ყველაზე დემოკრატიული სასმელი, ამის თაობაზე თენგო გოგოტიშვილი გესაუბრებათ; მასვე ეკუთვნის „პიესა ერთი თეფშისა და დანა-ჩანგლისთვის“ რესტორან „ტერასადან“;

 

·  როგორია ღვინის აქსესუარების ყველაზე ცნობილი და მსოფლიოში პირველი  მწარმოებლის, 4 საუკუნოვანი ტრადიციის მქონე ავსტრიელი გრაფი რიდელის ოჯახის მემკვიდრეობა საქართველოში და საფერავის ექსკლუზიური ბოკალის შესაქმნელად ვისი მოწვევით ჩამოვიდა იგი საქართველოში, ამის გაგება მხოლოდ ნინო კაკიაშვილის სტატიიდან არის შესაძლებელი -  „დოქიდან ბროლში“;

 

·  როგორი იყო ქართული ღვინისთვის „პროვეინ 2014“, რატომ არის რუსული ბაზარი სარისკო და მიმზიდველი, როგორია ღვინის ინდუსტრიის მოლოდინი ახალი კანონმდებლობისადმი, - ამ მნიშვნელოვან თემებზე ღვინის ექსპერტების, მწარმოებლებისა თუ კანონმდებლების ძალიან საინტერესო მოსაზრებებს გაეცნობით ნინო ფაცურიას სტატიებში;

 

·  ქვევრის ღვინო - გამოწვევა თუ რეალობა? - ამ საკითხის გარკვევაში მკითხველს გიორგი ბარისაშვილი ეხმარება;

 

·  ვინ არის სომელიე, რას ნიშნავს სერვირება, დეკანტირება და როგორი უნდა იყოს ღვინის ბარათი? - ამ რჩევებს სომელიეთა ასოციაციის წევრები: თემო ბენიძე, ნანა ადამაშვილი და მაგდა გერაძე აძლევენ მკითხველებს;

 

გარდა ზემოთაღნიშნული თემებისა, მკითხველი კიდევ ბევრ საინტერესო და ორიგინალურ სტატიას იპოვის, თუნდაც სიგარაზე, ამერიკულ ტურიზმსა თუ დიდ ბრიტანეთში არსებულ ქართულ რესტორნებზე...

 

 

ამიტომ ვფიქრობ, რომ არ მოგეჩვენებათ ძალიან ბანალურად ჩემი რჩევა: აუცილებლად დააგემოვნეთ ჟურნალი „ღვინო“ და თქვენი აზრიც უსათუოდ გაგვიზიარეთ! მოგვწერეთ ფოსტაზე nato2727@gmail.com  an  shalva.khetsuriani@gmail.com ან თუნდაც, გვეწვიეთ რედაქციაში: თბილისი, ბამბის რიგი 8 .

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია